მეორე მაკედონური ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეგიონის დაახლოებითი რუკა, მეორე მაკედონური ომის დროს.

მეორე მაკედონური ომი — ომი მაკედონიასა და რომის იმპერიას შორის. მიმდინარეობდა ძვ. წ. 200-197 წლებში.

მეორე პუნიკურ ომში (ძვ. წ. 218-201 წწ.) კართაგენზე გამარჯვებამ რომს საშუალება მისცა აქტიურად ემოქმედა ბალკანეთში. მან დაიწყო მეორე მაკედონური ომი. მაკედონია ეკონომიკურად დასუსტებული იყო, ქვეყნის შიგნით ძლიერდებოდა ოპოზიცია მეფის წინააღმდეგ, არც რომთან ომი იყო პოპულარული. ფილიპე V-მ სცადა ზავი დაედო რომთან, მაგრამ უშედეგოდ. მაკედონელები ძვ. წ. 197 წელს კინოსკეფალესთან სასტიკად დამარცხდნენ. მაკედონიამ დაკარგა ყველა სამფლობელო, იძულებული გახდა მთელი ფლოტი (6 გემის გარდა) რომისთვის გადაეცა, აგრეთვე ეკისრა ვალდებულება, რომ ჯარს 5 ათას კაცამდე შეამცირებდა და რომის მოკავშირეებს თავს არ დაესხმოდა. საბერძნეთი „თავისუფალ“ ქვეყანად გამოცხადდა, არსებითად კი რომის გავლენის ქვეშ მოექცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]