მესამე მაკედონური ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მესამე მაკედონური ომი — ომი მაკედონიასა და რომის იმპერიას შორის. მიმდინარეობდა ძვ. წ. 171-168 წლებში.

ძვ. წ. 179 წელს ფილიპე V-ის სიკვდილის შემდეგ მისი ძე პერსევსი რომთან საომრად მზადებას შეუდგა. ჩაახშო მაკედონელ დიდებულთა ოპოზიცია, გააძლიერა ქვეყანა, შექმნა 40 ათას კაციანი ლაშქარი და კავშირი დაამყარა რომისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებთან (მ. შ. კართაგენთანაც). რომის სენატმა ბრალი დასდო პერსევსს ზავის პირობების დარღვევაში და დაიწყო მესამე მაკედონური ომი, რომელიც თავდაპირველად მაკედონელების წარმატებებით მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოს, 168 წელს პიდნასთან რომაელებმა მაკედონელები გაანადგურეს, პერსევსი გაიქცა, შემდეგ კი ტყვედ ჩავარდა. რომმა მაკედონიის ოკუპაცია მოახდინა, გააუქმა სამეფო ხელისუფლება და ქვეყანა 4 ოლქად დაყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]