მენგუ-თემური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მენგუ-თემური
მონღ. Мөнхтөмөр, თათრ. Мәнгу-Тимер
ოქროს ურდოს მე-6 მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1266
მმართ. დასასრული: 1282
წინამორბედი: ბერქა
მემკვიდრე: თუდა-მენგუ
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: დაახლ. 1282
დინასტია: ჩინგიზიდები
რელიგია: ისლამი

მენგუ-თემური (მონღ. Мөнхтөмөр, თათრ. Мәнгу-Тимер; ? — გ. დაახლ. 1282) — ჯუჩის ულუსის მეექვსე მმართველი 1266-1269 წწ. და ოქროს ურდოს პირველი ხანი (1269-1282 წ.).

მენგუ-თემურმა რუს თავადებთან ერთად ილაშქრა ბიზანტიაში (1269-1271 წწ.), ლიტვაში (1275 წ.) და კავკასიაში (1277 წ.). მან უფლება მისცა გენუელებს დასახლებულიყვნენ ყირიმში მდებარე ქალაქ კაფაში, რათა აეღორძინებინათ ვაჭრობა და გაეზარდათ ნახევარკუნძულისა და მისი დედაქალაქის სოლხატის დანიშნულება.

მისი მმართველობის დროს გაიზარდა ისა ნოღაის გავლენა[1], რომლის სიმამრიც იყო ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII, ხოლო ნოღაის შვილი ჩიკა დაქორწინებული იყო ბულგარეთის მმართველის ასულზე.

კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მართლმადიდებლებთან. ეკლესიის მიწები გაათავისუფლა გადასახადებისაგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]