ჰუდსონი (მდინარე)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰუდზონი
Hudson River
Wpdms ev26188 hudson valley.jpg
დახასიათება
სიგრძე 492 კმ კმ
აუზის ფართობი 34,6 ათ. კმ² კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ადირონდაკის მთები
ჩაედინება ატლანტის ოკეანე
ქვეყნები აშშ
ქალაქები ტროა, ოლბანი, ჰუდზონი, კინგსტონი, ნიუ-იორკი

ჰუდზონი (ინგლ. Hudson River, მოჰიკან. Muh-he-kun-ne-tuk) — მდინარე აშშ-ის აღმოსავლეთში, ეკუთვნის ატლანტის ოკეანის აუზს. მისი სიგრძეა 492 კმ, ფართობი კი — დაახ. 34,6 ათ. კმ².

მდინარე სათავეს იღებს ადირონდაკის მთებში, მიედინება ძირითადად ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე, ქვემო წელში ქმნის ვრცელ გავაკებას, რომელიც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შორის საზღვარს წარმოადგენს. ჩაედინება ატლანტის ოკეანის ლოუერ-ბეის უბეში.

მდინარე სანაოსნოდ გამოიყენება ქვემო წელში, სადაც მას მთავარი შენაკადი - მდ. მოჰავკი - უერთდება. დაკავშირებულია ტბებთან ერი (ერის არხი), ონტარიო და შამპლეინი სანაოსნო არხებით, რომელიც სამდინარო გზას ქმნის მდ. წმ. ლავრენტისთან. ჰუდზონზე დგას ქალაქები ტროა, ოლბანი, ჰუდზონი, კინგსტონი, ხოლო უბის შესართავთან — ქ. ნიუ-იორკი.

ევროპელთაგან პირველმა ჰუდზონი გახსნა იტალიელმა ჯოვანი და ვერაძანომ 1524 წელს. 1609 წელს მდინარე გამოიკვლია ინგლისელმა ჰენრი ჰუდსონმა, რომლის პატივსაცემადაც მას ეს სახელი დაერქვა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე