მარსია ნეუგებაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარსია ნეუგებაუერი
ინგლ. Marcia Neugebauer
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1932(1932-09-27) (91 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ნასა
ალმა-მატერი ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში, კორნელის უნივერსიტეტი და Burr and Burton Academy
მეუღლე Gerald Neugebauer
ჯილდოები Arctowski Medal[1] , Women in Technology Hall of Fame[2] , NASA Distinguished Service Medal[3] და George Ellery Hale Prize[4]

მარსია ნეუგებაუერი (ინგლ. Marcia Neugebauer, დ. 27 სექტემბერი, 1932, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები) — გამოჩენილი ამერიკელი გეოფიზიკოსი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოსმოსის კვლევაში. მარსია ნეუგებაუერის პიონერული კვლევის შედეგად მოხერხდა მზის ქარის პირველი პირდაპირი გაზომვები. ამ კვლევამ ნათელი მოჰფინა მის ფიზიკურ ბუნებას და ურთიერთქმედებას კომეტებთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსია ნეუგებაუერი დაიბადა ნიუ-იორკში (აშშ). მომავალი მეცნიერი დადიოდა Burr and Burton Academy-ს (შემდგომში Burr and Burton Seminary) კერძო სკოლაში მანჩესტერში (ვერმონტის შტატი), სადაც თამაშობდა კალათბურთს და ამავე დროს სწავლობდა თხილამურებით სრიალს. მიიღო ბაკალავრის ხარისხი (BA) ფიზიკაში კორნელის უნივერსიტეტიდან 1954 წელს, შემდეგ კი — მაგისტრის ხარისხი (MS) ფიზიკაში ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტიდან 1956 წელს. 1998 წელს მას მიენიჭა ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის ფიზიკის საპატიო დოქტორის წოდება.

მარსია ნეუგებაუერი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც გამოიყენა პლანეტათაშორისი სადგურის Mariner 2-ის პლაზმური ანალიზატორი მზის ქარის პირველი ფართომასშტაბიანი გაზომვების გასაკეთებლად და მისი თვისებების დასადგენად. მან ასევე შეიმუშავა ანალიტიკური მოწყობილობები, რომელთაგან ზოგიერთი გაუშვა დედამიწის ორბიტაზე, სხვები მთვარეზე აიტანეს აპოლოს ასტრონავტებმა, ხოლო დანარჩენი გაგზავნეს ჰალეის კომეტაზე ევროპის ინტერპლანეტურ სადგურ „ჯოტოზე.“

NASA-ში თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მეცნიერი ჩართული იყო არაერთ კოსმოსურ კვლევაში და ეკავა რამდენიმე წამყვანი თანამდებობა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში, მათ შორის იყო ფიზიკისა და კოსმოსური ფიზიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, Mariner Mark II კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი. ის ასევე იყო პროგრამების რეინჯერი (აპარატები 1 და 2), კომეტათა პაემანი და ასტეროიდების შეჯახების (CRAF) მეცნიერ-თანამშრომელი.

1967 წელს მეცნიერებისა და მრეწველობის მუზეუმმა ნეიგებაუერი დაასახელა წლის "კალიფორნიელ მეცნიერ ქალად". მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო NASA-სგან, მათ შორის განსაკუთრებული ჯილდო, გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის მედალი და გამორჩეული ლიდერობისთვის ( NASA-ს უმაღლესი ჯილდო).

მარსია ნეუგებაუერი იყო ამერიკის გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი და მისი ჟურნალის Reviews of Geophysics („ გეოფიზიკის მიმოხილვა“) მთავარი რედაქტორი. ის ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მზის ფიზიკის და კოსმოსური ფიზიკის კომიტეტის წევრი.

2010 წელს მარსია ნოუგებაუერს მიენიჭა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების მზის ფიზიკის განყოფილების ჯორჯ ელერი ჰეილის პრიზი „მზის ქარის“ აღმოჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე მზის ჰელიოსფერული ფიზიკაში შეტანილი მისი წვლილისთვის.

მარსია ნეუგებაუერის მეუღლე იყო ამერიკელი ასტროფიზიკოსი ჯერალდ ნეუგებაუერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]