მარსელ ემე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელ ემე
Marcel Aymé
Marcel Aymé 1929.jpg
მარსელ ემე, 1929 წელი
დაბადების თარიღი:

29 მარტი, 1902

დაბადების ადგილი:

ჟუანი, საფრანგეთი

გარდაცვალების თარიღი:

14 ოქტომბერი, 1967

გარდაცვალების ადგილი:

პარიზი, საფრანგეთი

ეროვნება:

ფრანგი

საქმიანობა:

ნოველისტი

მარსელ ემე (ფრანგ. Marcel Aymé; დ. 29 მარტი, 1902 - გ. 14 ოქტომბერი, 1967) იყო ფრანგი ნოველისტი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მარსელ ემე დაიბადა 1902 წლის 29 მარტს, ქალაქ ჟუანში, საფრანგეთი, მჭედლის ოჯახში. რამდენიმე წელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ხოლო შემდეგ თავის სარჩენად ბევრი ხელობის გამოცვლა მოუხდა; იყო ბანკის მოხელე, სტატისტი კინოში, გაზეთების გამყიდველი და სხვა. მცირე ხნით ჟურნალისტობდა, ხოლო 1926 წელს პირველი ლიტერატურული ნაბიჯები გადადგა. მისმა ერთ-ერთმა პირველმა რომანმა რენოდოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. ემეს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე რომანი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "მწვანე ფაშატი", "ტრაველინგი", "ურანუსი". იუმორით სავსე რომანებში ავტორი დასცი ნის ბურჟუაზიის სიყალბესა და ცრურწმენებს.

მარსელ ემე გარდაიცვალა 1967 წლის 14 ოქტომბერს პარიზში და დაკრძალულია სენ-ვინსენტის სასაფლაოზე.

[რედაქტირება] შემოქმედება

ემეს პიესებიდან ცნობილია "ლუსიენი და ყასაბი", "სხვათა თავი" და სხვა. მაგრამ ემემ ყელაზე დიდი წარმატება მოიპოვა, როგორც ნოველისტმა. სხვა ნოველისტებისგან გამოირჩეოდა თხრობის თავისებური მანერით. მის ნოველებში ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბები შერწყმულია ფანტასტიურ, არერეალურ ამბებთან. მშვიდი და აუღელვებელი ტონით ის წარმოუდგენელ და დაუჯერებელ სიტუაციებში ათავსებს თავის პერსონაჟებს, ისე, რომ მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სრული ჰარმონიაა რეალურსა და წარმოდგენით სამაყაროს შორის. სწორედ ეს გადასვლები რეალურიდან ფანტასტიკურზე იწვევს კომიკურსა და მოულოდნელ ეფექტებს. ნოველათა კრებულებიდან ყველაზე ცნობილია "კაცი, რომელიც კედლებში გადის", "მოხატული ჭა" და "პარიზის ღვინო".

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 549.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე