მარინა ლადინინა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარინა ლადინინა
Marina-ladinina.jpg
მარინა ლადინინა
დაბ. სახელი მარინა ლადინინა
დაბ. ადგილი სკოტინინო, სმოლენსკი
დაბ. თარიღი 24 ივნისი 1908
გარდ. თარიღი 10 მარტი 2003
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1935-1954
მეუღლე(ები) ივანე ლიუბეზნოვი
ივანე პირიევი
მშობლები მამა - ალექსი
დედა - მარია

მარინა ალექსის ასული ლადინინა (რუს. Ладынина, Марина Алексеевна; დ. 24 ივნისი 1908, სკოტინინო, სმოლენსკი — გ. 10 მარტი 2003, მოსკოვი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1950). სსრკ სახელმწიფო პრემიის ხუთგზის ლაურეატი (1941, 1942, 1946, 1948, 1951 წწ.).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მარინა ლადინინა დაიბადა 1908 წლის 24 ივნისს, სოფელ სკოტინინოში (სმოლენსკის გუბერნია), ალექსი (1879-1955 წწ.) და მარია (1889-1971 წწ.) ლადინინების ოჯახში. ახლო მომავალში მარინა ლადინინა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნაზაროვოში (კრასნოიარსკის მხარე). მარინას მშობლები უბრალო ქრისტიანები იყვნენ, მამამისს ალექსი ლადინინს, მხოლოდ სამი კლასი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო დედამისს განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული.

ოჯახში სულ ოთხი ბავშვი იზრდებოდა, რომელთაგან მარინა ლადინინა ყველაზე უფროსი იყო. ბავშვობიდანვე ინტერესი გაუჩნდა წიგნებისა და სცენის მიმართ. სკოლაში სწავლებისას არსებობდა ადგილობრივი თეატრი, სადაც ლადინინა სუფლიორად აიყვანეს.

1933 წელს დაამთავრა თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. 1933-1935 წწ. მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობია. პირველად კინოში გადაიღეს 1935 წელს („მტრის ბილიკები“, ლინკას როლი). სწორედ ამ ფილმის გადაღებებისას გაიცნო ლადინინამ თავისი მომავალი მეუღლე ცნობილი რეჟისორი ივანე პირიევი.

1936 წელს წყვილი დაქორწინდა. მარინა ლადინინა ივანე პირიევის დიდი ხნის მუზა იყო.[2] ლადინინას ყველაზე ცნობილი კინონამუშევრებია: „ტრაქტორისტები“ (1939 წ.), „მეღორე ქალი და მწყემსი“ (1941 წ.), „საღამოს ექვს საათზე ომის შემდეგ“ (1944 წ.), „ყუბანელი კაზაკები“ (1950 წ.) და სხვ.

1954 წელს გამოდის კინოფილმი „ერთგულების შემოწმება“, რომლის შემდეგ უეცრად ცოლქმარი დაშორდა ერთმანეთს. განქორწინების შემდეგ მარინა ლადინინას კინოკარიერას ბოლო მოეღო. 1954 წლიდან ლადინინა კინოში ერთხელაც არ გამოჩენილა. ერთი პერიოდი იგი მუშაობდა თეატრალურ სტუდიაში. საბჭოთა პერიოდის პოპულარული მსახიობი მარინა ლადინინა გარდაიცვალა 95 წლის ასაკში, 2003 წლის 10 მარტს, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

მარინა ალექსის ასული ლადინინას საფლავი (მოსკოვი)
წელი ფილმი როლი შენიშვნა
1937 მდიდარი საცოლე მარინკა
1939 ტრაქტორისტები მარიანა ბაჟანი
1940 საყვარელი გოგონა ვარია ლუგინა
1941 მეღორე ქალი და მწყემსი გლაშა ნოვიკოვა
1942 ანტოშა რიბკინი ლარისა
1944 საღამოს ექვს საათზე ომის შემდეგ ვარია პანკოვა
1947 თქმულება ციმბირის მიწაზე ნატაშა
1949 ყუბანელი კაზაკები გალინა პერესვეტოვა
1951 ტარას შევჩენკო გრაფინია
1954 ერთგულების შემოწმება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 14. Куна — Ломами. 1973. 624 стр., илл.; 38 л. илл. и карт. 1 грампластинка.
  2. ბიოგრაფია kinoteatr.ru-ზე