მარიამ ტეკელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ ტეკელი

მარიამ ტეკელი (ინგლ. Mary of Teck, გერმ. Maria von Teck; დედოფალი მარიამი, ინგლ. Queen Mary, სრული სახელი — Victoria Mary Augusta Louise Olga Pauline Claudine Agnes — ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა; დ. 26 მაისი, 1867 — გ. 24 მარტი, 1953) — ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის დედა. 1910 წლიდან იყო ინდოეთის იმპერატორი და ირლანდიის დედოფალი.

მარიამის მამა უფლისწული ფრანცი გერმანელ თავადთა ოჯახს ეკუთვნოდა (ტეკელთა გვარი), ვიურტემბერგის მეფეთა შთამომავლებს მორგანატთა ქორწინებიდან. დაბადებიდან მარიამი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან: ის ლონდონში კენსინგტონის სასახლეში დაიბადა. დედამიწი ჯორჯ III-ის შვილიშვილი იყო. მეუღლის გამეფებამდე ის ასევე იყო უელსის დედოფლისწული და კორნუოლის ჰერცოგი (1901-10) და იორკის ჰერცოგი (1901 წლამდე).