მამის მკვლელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მამის მკვლელი | |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი | ამო ბეკ-ნაზაროვი |
| სცენარის ავტორი | ამო ბეკ-ნაზაროვი |
| ოპერატორი | სერგეი ზაბოზლაევი |
| მხატვარი | ვალერიან სიდამონ-ერისთავი კ. ტირი |
| გამოსვლის თარიღი | 1923 |
| ხანგრძლივობა | 61 წთ |
| ქვეყანა | სსრკ |
| ენა | მუნჯი |
| IMDb პროფილი | |
| ეროვნული ფილმოგრაფია | |
მამის მკვლელი, 1923 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
ნუნუს და იაგოს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ცოლიანი ჩაფარი გირგოლა ქალის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გირგოლა იაგოს დააბეზღებს, უმიზეზოდ დააჭერინებს, ნუნუს იძულებით მიათხოვებს თავის გონებაჩლუნგ ძმას, ქალს დაიმარტოხელებს და გააუპატიურებს. ნუნუ მდინარეში გადავარდება, მაგრამ იაგოს მეგობრები გადაარჩენენ, ციხიდან გაქცეულ იაგოს და მის მეგობრებს გირგოლა დუქანში მიუხტება და ჩაფრებს ჩაახოცინებს. ის ნუნუს მოხუც მამასაც მოკლავს და დანაშაულს ქალს გადააბრალებს. ნუნუს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ, შემდეგ კი გადაასახლებენ, გატანჯული ქალი კატორღაში დაიღუპება.
როლებში [რედაქტირება]
- ვასილ არაბიძე (ონისე)
- ბეჟანოვა (მარია – ონისეს ცოლი)
- ნატო ვაჩნაძე (ნუნუ – ონისეს ძმისწული)
- ვანო სარაჯიშვილი (იაგო)
- კოტე ანდრონიკაშვილი (კობა – იაგოს მეგობარი)
- აკაკი ვასაძე (გირგოლა – იასაური)
- ნიკო გვარაძე (ნინია – იასაულის ძმა)
- ზაქარია ბერიშვილი (გლახო – ნუნუს მამა)
- ჩუტა ერისთავი-ჟღენტი (ნუნუს დედა)
- პავლე ესიკოვსკი (კაზაკი)
- შალვა ელიაშვილი
- ვალერიან გუნია (ნიკალა)
- გარსევან გომართელი
- ვლადიმერ გვიშიანი
- ზაალ ტერიშვილი
- თამარ თოიძე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- მამის მკვლელი (მოთხრობა) - ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა.
სტატიის