მანუჩარ მამეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მამეიშვილი, მანუჩარ)
მანუჩარ მამეიშვილი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1929
ბახვი, მახარაძის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
ალმა-მატერი მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი
საქმიანობა ინჟინერი

მანუჩარ მამეიშვილი (15 აგვისტო, 1929, ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). სკკპ წევრი 1962 წლიდან.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო დაუსწრებელი საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი. 1980 წლიდან იყო მახარაძის (ახლანდ. ოზურგეთის) ნატურალური ჩაის კონცენტრატების კომბინატის დირექტორი. 1982 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია „დაბალხარისხოვანი ნედლეულისაგან ჩაის თხევადი კონცენტრატებისა და გამამხნევებელი სასმელების წარმოების ტექნოლოგიის კვლევისათვის, შემუშავებისა და სამრეწველო ათვისებისათვის“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]