მალტის კაპელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალტის კაპელა
მალტის კაპელა — რუსეთი
მალტის კაპელა
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′52″ ჩ. გ. 30°19′55″ ა. გ. / 59.93111° ჩ. გ. 30.33194° ა. გ. / 59.93111; 30.33194
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი არ მოქმედებს
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810648002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჯაკომო კვარნეგი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება 1798-1800

მალტის კაპელა (რუს. Мальтийская капелла) — მალტის ორდენის რაინდების კათოლიკური ეკლესია ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1798-1800 წლებში ჯაკომო კვარნეგის მიერ. კაპელა შედის ვორონცოვის სასახლის არქიტექტურულ ანსამბლში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვორონცოვის სასახლე ააგო არქიტექტორმა ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელიმ 1749-1757 წლებში გრაფ მიხეილ ვორონცოვისთვის. სასახლის აგებას იმდენი ხარჯები სჭირდებოდა 1763 წელს ვორონცოვი იძულებული გახდა სასახლე ხაზინისთვს დაეთმო. 1770 წლამდე სასახლე მიტოვებული იყო, ხოლო შემდეგ ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო სახლი. სხვადასხვა დროს სასახლეს ფლობდა პრინცი ჰენრიხ პრუსიელი, ნასაუ-ზიგენის პრინცი და გრაფი ივან ოსტერმანი. პავლე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ და მას შემდეგ, რაც იმპერატორმა მიიღო მალტის ორდენის დიდი მაგისტრის ტიტული, ვორონცოვის სასახლე მალტის ორდენის რაინდებს გადაეცა, რომლებიც იძულებულები იყვნენ გამოქცეულიყვნენ მალტიდან ნაპოლეონ ბონაპარტის აგრესიის შემდეგ 1798 წელს.

პავლე I-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე I-მა უარი თქვა ორდენის დიდი მაგისტრის ტიტულზე და მხოლოდ მათი პროტექტორის ტიტული შეინარჩუნა. 1817 წელს კი გამოაცხადა, რომ ორდენი რუსეთში აღარ იფუნქციონირებდა.

1810 წლიდან 1918 წლამდე ვორონცოვის სასახლეში განთავსებული იყო პაჟთა კორპუსი. მალტის კაპელა შემოინახეს, როგორც კათოლიკური ეკლესია და ღია იყო საელჩოების თანამშრომლებისათვის.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ვორონცოვის სასახლეში განათავსეს პეტროგრადის პირველი ქვეითთა სკოლა, რომლის ბაზაზე 1937 წელს ჩამოყალიბდა სერგეი კიროვის სახელობის ლენინგრადის ქვეითთა სასწავლებელი.

მალტის კაპელა ასევე გამოიყენებოდა როგორც საკონცერტო დარბაზი, რომელშიც რეგულარულად ისმოდა ორგანის ხმა. ორგანი აქ დაამონტაჟეს 1909 წელს, ხოლო 2004 წელს იგი სარესტავრაციოდ გააგზავნეს ესტონეთში. ორგანის ოფიციალურ გახსნაში, რომელიც გაიმართა 2006 წლის 20 იანვარს, მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ვალენტინა მატვიენკო და მალტის ყოფილი პრეზიდენტი გვიდო დე მარკო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]