ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
ვიკიპედიიდან
| ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი | |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| მშობ. სახელი | Francesco Bartolomeo Rastrelli |
| ეროვნება | იტალიელი |
| დაიბადა | 1700, პარიზი, საფრანგეთი |
| გარდაიცვალა | 1771, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
| ნაშრომები | |
| პრაქტიკა | არქიტექტურა |
| მნიშვნელოვანი შენობები | სმოლნის მონასტერი |
| მნიშვნელოვანი პროექტები | წმ. ანდრიას ტაძარი |
| ჯილდოები და პრემიები | წმ. ანას ორდენის კავალერი |
ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი (იტალ. Francesco Bartolomeo Rastrelli; დ. 1700, პარიზი, საფრანგეთი – გ. 1771, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) – არქიტექტორი, მე–18 ს. შუა წლების რუსული ბაროკოს მეთავე. წარმოშობით იტალიელი, ასევე რუსეთში მოღვაწე , მოქანდაკე და არქიტექტორის – კარლო ბართოლომეო რასტრელის (1675-1744) შვილი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ბართოლომეო რასტრელი 1716 წელს მამასთნ ერთად გადადის სანქტ–პეტერბურგში, სადაც მამამისი პეტრე I–მა მიიწვია საიმპერატორო სასახლის ასაშენებლად. 1721 წელს სრულიად ახალგაზრდა არქიტექტორს დაუკვეთეს მოლდავეთის ყოფილი მართველის, პრინც დემეტრე კანტემირის სასახლე. 1725-1730 წწ სწავლობდა იტალიაში. 1730 წელს ის დაინიშნა საიმპერატორო კარის ხუროთმოძღვრად, სადაც 1763 წლამდე იმოღვაწა. მისი ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობდა იმპერატორების ანასა (1730-1740) და ელისაბედის (1741-1762) კარზე.
ეკატერინე II–ის ტახტზე ასვლის შემდეგ, რასტრელი იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ეკატერინემ უარყო ბაროკო, როგორც ძველმოდური და კლასიციზმს ანიჭებდა უპირატესობას.
[რედაქტირება] შემოქმედება
რასტრელის ბოლო ყველაზე დიდი ნამუშევარი იყო სმოლნის კათედრალური ტაძარი, სანკ–პეტერბურგში.
[რედაქტირება] ფოტოგალერეა
|
ზაფხულის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი |
|||
|
აღმოსავლეთ კაპელა, პეტერჰოფი |
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე;
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- РАСТРЕЛЛИ, ФРАНЧЕСКО БАРТОЛОМЕО – ბიოგრაფია (რუს.), енциклопедия кругосвет;
- Растрелли Франческо Бартоломео[1] (რუს.);
- Растрелли Ф.Б. რუსული პორტალი;
- მოკლე ბიოგრაფია[2];

