მაიკეტია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მაიკეტია
Maiquetía
მაიკეტია, ბოლივარის სახელობის აეროპორტი
მაიკეტია, ბოლივარის სახელობის აეროპორტი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ვარგასი
კოორდ. 10°35′45″ ჩ. გ. 66°58′38″ დ. გ. / 
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19
მოსახლეობა 7.909 კაცი (2007)
ტელ. კოდი 212
საფოსტო ინდექსი 1160, 1161
ოფიციალური ვებ-გვერდი http://vargas-vargas.gov.ve

მაიკეტია მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

მაიკეტია (ესპ. Maiquetía) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, ვარგასის შტატის შემადგენლობაში. მდებარეობს სანაპირო ბორცვებსა და კარიბის ზღვას შორის, ზღვის დონიდან 19 მ სიმაღლეზე. შტატის დედაქალაქ ლა-გუაირიდან ვრცელდება დასავლეთით.

2007 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 87.909 კაცს. დაარსდა 1670 წელს. მაიკეტია არის ვენესუელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. სანაპირო კეთილმოწყობილია საკურორტო პლაჟით. ქალაქთან არის სიმონ ბოლივარის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასრულებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს. 1999 წლის დეკემბერში მაიკეტია, ისევე როგორც მთლიანად ვარგასის შტატი დაზარალდა ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგად.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]