მაგალი თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგალი თოდუა
დაბ. თარიღი 19 იანვარი, 1927(1927-01-19)
დაბ. ადგილი სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 3 მაისი, 2016(2016-05-03) (89 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, ენათმეცნიერი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და რუსთაველის პრემია

მაგალი თოდუა (დ. 19 იანვარი, 1927, სოფ. სალხინო — გ. 3 მაისი, 2016, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე (ირანისტი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, გელათის აკადემიის პირველი პრეზიდენტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2013).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სკოლა დაამთავრა სოფელ სალხინოში, 1943 წელს. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. თარგმანების პირველი წიგნი „ტაჯიკური პოეზია“ გამოსცა 1952 წელს. 1950-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995 წლებში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრექტორი; 2002-2008 წლებში „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წლიდან ჟურნალ „ქართველოლოგიის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.[1]

1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე — „გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში“; 1967 წელს —  სადოქტორო დისერტაციის თემაზე — „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია.

1965-1988 წლებში ოთხ ტომად გამოსცა აღმოსავლური მწერლობის კრებული „არმაღანი“, რომელიც 2016 წელს გადააკეთა ჟურნალად და დღემდე გამოიცემა.

მაგალი თოდუას ნათარგმნი აქვს ირანელ კლასიკოსთა ნაწარმოებები. ქართულად თარგმნა და გამოსცა რუდაქის, დაყიყის, ომარ ხაიამის, ფირდოუსის, ნიზამი განჯელის, საადის, ჯალალ ედ-დინ რუმის, ხაყანის, ათარის, ნასერ ხოსროვის და სხვა მრავალ პოეტის შემოქმედება.

2013 წელა ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა რუსთაველის პრემია. 2008 წელს კი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია, „მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი“.

მაგალი თოდუა გარდაიცვალა 2016 წლის 3 მაისს თბილისში.[2] დაკრძალულია თაბორის მონასტრის ეზოში.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წყაროსათვის – ვით ირემსა. Mastsavlebeli.ge (25 მაისი 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.
  2. „მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი“. Ipress.ge (3 მაისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.
  3. განცხადება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (3 მაისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2020.