თაბორი (თბილისი)
თაბორი — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე და თანამედროვე ეკლესია თბილისში, ქალაქის ძველ უბანში, თაბორის ქედის ბოლოს, ბოტანიკური ბაღის თავზე. შემორჩენილია ციხის საძირკვლის ნანგრევები. წყაროებში მოხსენიებულია ყორჩი-ყალას სახელწოდებითაც. თაბორის ციხე დარაჯობდა სამხრეთიდან თბილისში მიმავალ გზას. ციხის შიგნით თავდაცვითი ნაგებობები და ეკლესია იდგა, რომელიც XXI საუკუნეში აღადგინეს. თაბორის ციხე მნიშვნელოვნად დაზიანდა XVII საუკუნის პირველ მეოთხედში ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობის დროს. შემდგომში იგი როსტომ მეფემ აღადგინა. 1735 და 1743 წლებში სპარსელთა ლაშქარმა კვლავ ააოხრა ციხე. 1748 წელს სპარსელთაგან გაათავისუფლა და აღადგინა ერეკლე II-მ. 1795 წელს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დალაშქვრის დროს, იგი ძლიერ დაზიანდა. შემდგომში თაბორმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა და დაინგრა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- თბილისის ისტორია, შ. მესხის რედ., თბ., 1958;
- ტყეშელაშვილი თ., თბილისი, მეგზური, თბ., 1976
- ტყეშელაშვილი ო., ქსე, ტ. 4, გვ. 557, თბ., 1979
აბანოთუბანი • ათეშგა • აღმაშენებლის გამზირი • აპოლო (კინოთეატრი) • ბოტანიკური ბაღი • გუდიაშვილის მოედანი • დიდი სინაგოგა • თბილისის მეჩეთი • დიდუბის ეკლესია • ვაკის პარკი • თაბორი • თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია • იმელი • ლურჯი მონასტერი • მეტეხი • ნარიყალა • ნორაშენი • ფუნიკულიორი • მარჯანიშვილის თეატრი • მეიდანი • მთაწმინდის პანთეონი • მუშტაიდის ბაღი • მშრალი ხიდი • რიყე • სიონის ტაძარი • ქაშვეთის ეკლესია • ქართლის დედა • ოპერის თეატრი • რუსთაველის თეატრი • რუსთაველის გამზირი • სამება • სურფნიშანი • როსტომ მეფის აბანო • ქარვასლები