ლხოცამპა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლხოცამპა
ნეპალური ल्होत्साम्पा
ტიბეტური ལྷོ་མཚམས་པ་
Lotshampa refugees in Beldangi Camp.jpg
ბჰუტანელი ლტოლვილები, ბელდანგის ლტოლვილთა ბანაკში
საერთო მოსახლეობა

241,899

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები
ძონგკხა, ნეპალური
რელიგიები
ბუდიზმი, ინდუიზმი

ლხოცამპა, (ნეპალური: ल्होत्साम्पा); ტიბეტური: ལྷོ་མཚམས་པ་) — ძონგკხადან შეიძლება ითარგმნოს როგორც "სამხრეთელები". ტერმინი აღნიშნავს ჰეტეროგენულ ნეპალელების პოპულაციას ბჰუტანში.

ისტორია[რედაქტირება]

ლტოლვილთა პირველი მცირე ჯგუფები ნაპალიდან გამოჩნდნენ გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეში.[1][2] ნეპალელების იმიგრაციის ზრდა მოხდა ბჰუტანის პოლიტიკური განვითარების პერიოდში: 1885 წელს ბჰუტანის მეფემ (დრუკ გიალპო) უგენ ვანგჩუკმა შეძლო შიდა არეულობების დაწყნარება და ინდოეთში ინგლისელებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.[2] 1910 წელს ბჰუტანმ ხელი მოაწერა ინგლისთან შეთანხმებას, რის საფუძველზეც მათ აძლევდა საგარეო ურთიერთობების მართვის უფლებას.[2][3] ლტოლვილების ნაკადმა ნეპალიდან და ინდოეთიდან გაიზარდა 1960-იან წლებში, როდესაც ნეპალმა პირველი 5 წლიანი გეგმის შესრულება დაიწყო. მათი უმეტესობა მუშაობდა მშენებლობებზე. 1980-იანების ბოლოს, ბჰუტანის მთავრობის ანგარიშით მოსახლეობის 28% წარმოშობით ნეპალელი იყო.[1] არაოფიციალურად მათი რაოდენობა არის 30-40 პროცენტი და შეადგენენ სამხრეთი ბჰუტანის მოსახლეობის უმეტესობას.[1]

1989 წელს მთავრობამ გამოუშვა რამდენიმე კანონი რომელიც პირდაპირ ეხებოთათ ლხოცამპებს, პირველი იყო დრიგლამ ნამჟას (ქცევის და ჩაცმის ოფიციალური ეტიკეტი ბჰუტანში) მიერ მიღებული კანონი, რომელიც ავალდებულებდა ლხოცამპებს ოფიციალურ შეხვედრებზე ეტარებინათ ისეთივე ტრადიციული ტანისამოსი რაც მოსახლეობის უმეტესობაშ მყოფ ნგალოპებს.[4][5] მეორე მთავრობამ ამოიღო ნეპალური ენა სკოლებიდან და ოფიციალური დაწესებულებებიდან ძონგკხას სასარგებლოდ.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 (1991) "Chapter 6: Bhutan - Ethnic Groups", Nepal and Bhutan: Country Studies, 3rd, Federal Research Division, United States Library of Congress, გვ. 424. ISBN 0-8444-0777-1. წაკითხვის თარიღი: 2010-10-02. 
  2. 2.0 2.1 2.2 Background Note: Bhutan. U.S. Department of State (2010-02-02). წაკითხვის თარიღი: 2010-10-02.
  3. 3.0 3.1 Timeline: Bhutan. BBC News online (2010-05-05). წაკითხვის თარიღი: 2010-10-01.
  4. Country profile – Bhutan: a land frozen in time. BBC News online (1998-02-09). წაკითხვის თარიღი: 2010-10-01.
  5. Bhutan country profile. BBC News online (2010-05-05). წაკითხვის თარიღი: 2010-10-01.