ნგალოპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნგალოპი
སྔ་ལོང་
საერთო მოსახლეობა
141,700
ენები ძონგკხა
რელიგიები ბუდიზმი, ბონი

ნგალოპი (ძონგკხა: སྔ་ལོང་; ითარგმნება როგორც: "პირველად მოქცეული")[1]ტიბეტიდან დღევანდელი ბჰუტანის ტერიტორიაზე, დაახლოებით IX საუკუნეში მიგრირებული ხალხი. ნგალოპებმა შეიტანეს ბჰუტანში ტიბეტური კულტურა და ბუდიზმი და დღეისთვის შეადგენენ ბჰუტანის პოლიტიკურ და კულტურულ დომინანტს, უფრო მეტიც ნგალოპებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც - ბჰუტანელებს. მათი ენა ძონგკხა არის ეროვნული ენა და მომდინარეობს ძველი ტიბეტურიდან. ნგალოპები საწმოადგენენ დასავლეთ და ჩრდილოეთ ბჰუტანის ძირითად მოსახლეობას, მათ შორის თიმფუშიც. ტერმინი ნგალოპი თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე ლინგვისტურ და კულტურულ ჯგუფს, მათშორის: კხენგებს და ბუმტანგზე მოსაუბრეებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 van Driem, George L.. (1993)Language Policy in Bhutan (PDF). SOAS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-01. ციტირების თარიღი: 2011-01-18.