სტივი რეი ვონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივი რეი ვონი

სტივი რეი ვონი კონცერტზე ოსტინში, ტეხასი, 1983
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1954
დაბ. ადგილი დალასი, ტეხასი, აშშ
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1990(1990-08-27) (35 წლის)
გარდ. ადგილი აღმოსავლეთ ტროი, უისკონსინი, აშშ
დასაფლავებულია Laurel Land Memorial Park
ჟანრ(ებ)ი ბლუზი, ბლუზ-როკი, ელექტრული ბლუზი, ტეხასური ბლუზი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, გიტარისტი, მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრო გიტარა, ვოკალი
აქტიური 1965–1990
საიტი srvofficial.com
სტივი რეი ვონი ვიკისაწყობში

სტივენ „სტივი“ რეი ვონი (ინგლ. Stevie Ray Vaughan; 3 ოქტომბერი, 195427 აგვისტო, 1990) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, უკეთ ცნობილი, როგორც ტეხასური ბლუზ-როკ ტრიო „Double Trouble“-ის გიტარისტი და ვოკალისტი. ის მიჩნეულია ტეხასური ბლუზის განსახიერებად და ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკოსად, ასევე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა და გაიზარდა დალასში, ტეხასში. ვონმა გიტარაზე დაკვრა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, მისი შთაგონების წყარო უფროსი ძმა ჯიმი ვონი იყო. 1972 წელს სტივიმ სკოლა მიატოვა და ოსტინში გადავიდა, სადაც ადგილობრივ კლუბში უკრავდა და მიმდვრებიც გაიჩინა. 1978 წელს ვონმა, ბასისტ ტომი შენონსა და დრამერ კრის ლეიტონთან ერთად, „Double Trouble“ ჩამოაყალიბა, როგორც ოსტინის მუსიკალური სცენის ნაწილი. Double Trouble-ი ტეხასში მალევე გახდა პოპულარული. ვონმა დაუკრა მონტრეს ჯაზ ფესტივალზე 1982 წელს, სადაც ის დევიდ ბოუიმ შეამჩნია და მოგვიანებით დაუკაშირდა ვონს სტუდიაში დასაკრავად. ვონმა ბლუზ-გიტარის პარტია შეასრულა ბოუის ალბომში Let's Dance, სანამ მას ჯონ ჰამონდი აღმოაჩენდა. ჰამონდმა Epic Records-ი დააინტერესა ვონთან და მის ბენდთან კონტრაქტის გაფორმებაში. რამდენიმე თვეში მათ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს კრიტიკოსების მიერ აღიარებულ სადებიუტო ალბომით Texas Flood.

ტელევიზიისა და მრავალი საკონცენტრო ტურნეს საშუალებით ვონი წამყვანი ფიგურა გახდა 1980-იანების ბლუზის ხელახალ აღორძინებაში. გიტარის ზურგზე დაკვრით და ჯიმი ჰენდრიქსივით სიმების კბილებით ამოკვრით, სტივიმ უპრეცენდენტო ვარსკვლავობას მიაღწია ევროპაში.

ცხოვრების უმეტესი ნაწილი სტივი რეი ვონი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, მას ასევე პრობლემები ჰქონდა ქორწინებაში ლენორა „ლენი“ ბეილისთან და პროფესიული აღიარების წნეხის მართვის კუთხით. 1986 წელს ვონმა წარმატებით გაიარა რეაბილიტაცა და Double Trouble-ის ორ დანარჩენ წევრთან ერთად ტურნეებზე სიარული განაახლა. მისმა მეოთხე და საბოლოო სტუდიურმა ალბომმა In Step-მა 1989 წელს 33-ე ადგილამდე მიაღწია აშშ-ში. ეს იყო სტივი რეი ვონის ყველაზე ფართოდ აღიარებული და კომერციულად წარმატებული ალბომი. ვონი იქცა მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბლუზ შემსრულებლად და მთავარი შემსრულებელი იყო Madison Square Garden-ში 1989 წელს და ბილ სტრიტის მუსიკალურ ფესტივალზე 1990 წელს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის 27 აგვისტოს Double Trouble-ის კონცერტიდან გამომგზავრებისას ვონი და ოთხი სხვა ადამიანი ვერტმფრენის ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ აღმოსავლეთ ტროიში, უისკონსინში. თუმცა, გარდაცვალების შემდეგაც სტივი რეი ვონის მუსიკა აგრძელებდა კომერციულ წარმატებას გარდაცვალების შემდეგ გამოშვებული მუსიკის მეშვეობით. მხოლოდ აშშ-ში ვონის 15 მილიონი ალბომია გაყიდული. 2003 წელს როლინგ სტოუნმა სტივი რეი ვონი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის მეშვიდე ადგილზე გაიყვანა. სტივი რეი გარდაცვალების შემდეგ, 2015 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში Double Trouble-ის სხვა წევრებთან — კრის ლეიტონთან, ტომი შენონსა და რის უინანსთან ერთად.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვონის მუსიკალური სტილი ეფუძნებოდა ბლუზის, როკისა და ჯაზის ელემენტებს, ხოლო მასზე, როგორც შემსრულებელზე, გავლენა იქონიეს ჯიმი ჰენდრიქსმა, ალბერტ კინგმა, ლონი მაკმა, ბი ბი კინგმა, ფრედი კინგმა, ალბერტ კოლინსმა, ბადი გაიმ, ჰაულინ ვულფმა, ჩაკ ბერიმ, მადი უოტერსმა და სხვებმა. კარიერის მანძილზე სტივი რეი ვონმა ჰენდრიქსის ორი ცნობილი სიმღერა შეასრულა საკუთარი ინტერპრეტაციით, ესენია: Voodoo Child (Slight Return) და Little Wing.

ვონს არაერთგვაროვანი ურთიერთობა ჰქონდა ასევე ტეხასელ ბლუზ-გიტარისტთან ჯონი ვინტერთან. იმის მიუხედავად, რომ ვონი და ვინტერი რამდენიმეჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ერთადაც დაუკრავთ, ვონი ყოველთვის თავს იკავებდა, ვინტერი რაიმე ფორმით რომ ეღიარებინა. ვინტერმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა კიდეც, რომ ერთხელ, როდესაც ვონის ინტერვიუს კითხულბოდა, გააღიზიანა ფაქტმა, რომ სტივი რეი ინტერვიუში ამბობდა, რომ ის ვინტერს არასდროს შეხვედროდა. ვინტერის თქმით, მათ ერთხელ ტომი შენონის სახლშიც კი დაუკრეს ერთად. ვონმა ამ გაუგებრობას 1988 წელს საბოლოოდ დაუსუვა წერტილი ევროპაში გამართულ ბლუზ-ფესტივალზე, რომელშიც ჯონი ვინტერიც მონაწილეობდა. ვონის თქმით, ჟუნრალისტმა მისი ციტირება არასწორად მოახდინა და დაამატა: „ყველა მუსიკოსი იცნობს ჯონის ტეხასში და ყველა მათგანს უსწავლია რაღაც მისგან“. 2010 წელს ვინტერს ინტერვიუში სთხოვეს შეედარებინა საკუთარი სტილი სტივი რეი ვონის სტილთან, რაზეც ვინტერმა უპასუხა: „ჩემი ცოტა უფრო უხეშია, მგონი“.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Texas Flood (1983)
  • Couldn't Stand the Weather (1984)
  • Soul to Soul (1985)
  • In Step (1989)
  • Family Style (1990)
  • The Sky is Crying (1991)

რესურსები ინტენეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]