ლოქორია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ლოქორია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Tinca, tinca | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
ლოქორია, გუწუ (Tinca, tinca) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ, მასა 500 გ აღწევს, მაღალია, სქელი, ლორწოს სქელი ფენით დაფარული. აქვს წვრილი ქერცლი, მუქი მწვანე ზურგი, ზეთისხილისფერი გვერდები, რომელსაც ოქროს ელფერი დაჰკრავს, პირის კუთხეებში — თითო პატარა ულვაში. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ობისა და ენისეის აუზებში. საქართველოში ძირითადად შავი ზღვის აუზის მტკნარ წყლებში გვხვდება. ლოქორიას სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრეშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 298-299, თბ., 1983 წელი.