ლორენს დადლი სტამპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლორენს დადლი სტამპი
დაბ. თარიღი 9 მარტი 1898
დაბ. ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 8 აგვისტო 1966
გარდ. ადგილი მეხიკო, მექსიკა
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
გეოლოგია

ლორენს დადლი სტამპი (ინგლ. Laurence Dudley Stamp; დ. 9 მარტი 1898 — გ. 8 აგვისტო 1966) — ბრიტანელი გეოგრაფი და გეოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაკავდა გეოლოგიური კვლევა-ძიებით ინდოეთსა და ბირმაში; 1923 წლიდან ასწავლიდა რანგუნის უნივერსიტეტში. 1926 წლიდან მუშაობდა ლონდონის სკოლაში (1945 წლამდე ლექტორი, შემდეგ ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის პროფესორი). 1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის მიწის ფონდის შესწავლას (ავტორი შეჯამებული ტომისა „ბრიტანეთის მიწა. მისი გამოყენება და ბოროტად გამოყენება“, მე-2 გამოცემა., 1950) და გახდა ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმართულების ფუძემდებელი მიწის გამოყენების შესწავლის საქმეში. სტამპი იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და გეოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი. 1949 წელს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კომისიას მსოფლიო მიწების აღრიცხვისა და გამოყენების მიმართულებით. 1952-1956 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. ავტორი და რედაქტორია მრავალი ნაშრომისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]