გეოგრაფიული ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგრაფიული ასოციაცია (ინგლ. Geographical Association) — გეოგრაფთა ასოციაცია, მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ შეფილდში. დაარსდა 1893 წელს. წარმოადგენს რეგისტირებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფოსგან სავსებით დამოუკიდებლად მოქმედებს. გაწევრიანებულია დაახლოებით 6000 პერსონალური ან ინსიტუციონალური წევრი. მათ შორის არიან: დამწყები და საშუალო სკოლის მასწავლებლები, მასწავლებელი აღმზრდელები, მეცნიერები, სტუდენტი გეოგრაფები და სხვა. გეოგრაფიული ასოციაცია მჭიდრო კავშირშია ევროპის, აშშ-ისა და ავსტრალიის გეოგრაფიულ ორგანიზაციებთან. გეოგრაფიული ასოციაცია დააარსა ხუთმა გეოგრაფმა, მათ შორის იყო ცნობილი ინგლისელი გეოგრაფი ჰელფორდ ჯონ მაკინდერი. გეოგრაფიული ასოციაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ბობ დიგბი. ასოციაციის ძირითადი მიზანია ერთმანეთისთვის გეოგრაფიული სწავლების, იდეებისა და ცოდნის გაზიარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]