საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი (ინგლ. International Geographical Union; ფრანგ. Union Géographique Internationale; IGU) — მსოფლიოს გეოგრაფთა საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება. პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა 1871 წელს ქალაქ ანტვერპენში. თანამედროვე სახით ოფიციალურად დაარსდა 1922 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.[1] ხელმძღვანელი ორგანოა — აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. ადრეული წლებიდანვე გეოგრაფთა სამეცნიერო გაერთიანებამ გამოიმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს.

დღეს, ისევე როგორც XIX საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სტრუქტურა შეიცავს 3 ძირითად კომპონენტს: გენერალური ასამბლეა, რომელიც გვევლინება კავშირის უმაღლეს ორგანოდ და შედგება დელეგატებისაგან. გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება კონგრესის მსვლელობისას. აღმსასრულებელი კომიტეტი შედგება პრეზიდენტის, 8 ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარისგან. კომისიები და კვლევითი ჯგუფები მოქმედებენ მუდმივ საფუძველზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირმა თავისი არსებობის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაატარა დაახლოებით 30-მდე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც თავის მხრივ, იმართება 4 წელიწადში ერთხელ.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული კვლევის შედეგების მოსმენა გეოგრაფიულ კონგრესებსა და რეგიონულ კონფერენციებზე და მათი პუბლიკაცია.[2]

ამჟამად საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი აერთიანებს გეოგრაფებს მსოფლიოს 87 ქვეყნიდან. კონგრესებს შორის მუშაობს 34 კომისია და 4 კვლევითი ჯგუფი, რომლებიც მოიცავენ გეოგრაფიის პრობლემების ფართო სპექტრს.[1]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შედეგები რეგულარულად ქვეყნდება ბიულეტენებში, რომელიც გამოიცემა 2 ენაზე წელიწადში რამდენიმეჯერ და აგრეთვე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ოფიციალურ საიტზე.[1]

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი 1972-1979 წლებში იყო ქართველი გეოგრაფი თეოფანე დავითაია.[3]

პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტები
რცხ. წლები პრეზიდენტი ქვეყანა
1 19221924 პრინცი ბონაპარტი საფრანგეთის დროშა
2 19241928 გენერალი ვაჩელი იტალიის დროშა
3 19281931 გენერალი ბურჟუა საფრანგეთის დროშა
4 19311934 ისაია ბოუმანი აშშ-ის დროშა
5 19341938 ჩარლზ კლოუზი დიდი ბრიტანეთის დროშა
6 19381949 ემანუელ დე მარტონი საფრანგეთის დროშა
7 19491952 ჯორჯ კრესი აშშ-ის დროშა
8 19521956 ლორენს დადლი სტამპი დიდი ბრიტანეთის დროშა
9 19561960 ჰანს ალმანი შვედეთის დროშა
10 19601964 კარლ ტროლი გერმანიის დროშა
11 19641968 შიბა ჩატერჯი ინდოეთის დროშა
12 19681972 სტანისლავ ლეშიცკი პოლონეთის დროშა
13 19721976 ჟან დრეში საფრანგეთის დროშა
14 19761980 მაიკლ ჯონ უაიზი დიდი ბრიტანეთის დროშა
15 19801984 აკინ მაბოგუნჯე ნიგერიის დროშა
16 19841988 პიტერ სკოტი ავსტრალიის დროშა
17 19881992 რონალდ ფუკსი აშშ-ის დროშა
18 19921996 ჰერმან ვერსტაპენი ნიდერლანდების დროშა
19 19962000 ბრუნო მესერლი შვეიცარიის დროშა
20 20002004 ენ ბატიმერი ირლანდიის დროშა
21 20042006 ადალბერტო ვალეგა[4] იტალიის დროშა
22 20082012 რონალდ ფრენსის აბლერი აშშ-ის დროშა
23 20122016 ვლადიმერ კოლოსოვი რუსეთის დროშა
24 2016 – დღემდე იუკიო ჰიმიიამა იაპონიის დროშა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]