ლიტორინის ზღვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიტორინის ზღვა დაახლოებით 7000 წლის წინ

ლიტორინის ზღვა — მარილიანი წყალსატევი, ეგრეთ წოდებული ზღვის აუზი, რომელიც არსებობდა ბალტიის ზღვის ადგილას დაახლოებით 7500-4000 ათასი წლის წინ. თავის მხრივ, ლიტორინის ზღვის ადგილას მდებარეობდა ანცილის ტბა, რომელმაც 2000 წელზე მეტხანს იარსება, იქამდე, სანამ ხმელეთის დაძირვის შედეგად წარმოქმნილმა სრუტეებმა ატლანტის მლაშე წყლებს აღმოსავლეთისაკენ არ მისცა გზა. ასე წარმოიშვა ლიტორინის ზღვა, ოდნავ მარილიანი (მაქსიმუმ 6%) და უფრო თბილი წყლით (2-3°-ით მეტი), ვიდრე ახლა. ლიტორინის ზღვამ დაახლოებით 4000 წელი იარსება. თანდათან მცირდებოდა მისი ფართობი, დაბლა ეცემოდა ტემპერატურა. ბოლოს იგი თანამედროვე ბალტიის ზღვად გადაიქცა.

ბალტიის ზღვის არსებობის მანძილზე (თანადროულ დროშიც) სანაპიროს დიდი ნაწილი (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში) განიცდიდა დედამიწის ქერქის აზევებას, რაც გამოწვეული იყო მყინვარული საფარის განადგურებით. ლიტორინის ზღვას მნიშვნელოვანი ფართობი ეკავა თანამედროვე ფინეთისა და შვედეთის ფარგლებში. მისი არსებობის ეპოქა შეესაბამება ტრანსგრესიის პერიოდსა და მაქსიმალურ მარილიანობას თბილი ატლანტური პერიოდის დროს. ოპტიმუმის პერიოდში დაახლოებით 4500 წლის წინ ლიტორინის ზღვა მოიცავდა ორჯერ უფრო მეტი მოცულობის აუზს.

სახელწოდება მომდინარეობს მუცელფეხიანი მოლუსკების Littorina littorea-ის სახელწოდებიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სსრკ ფიზიკური გეოგრაფია. განათლება, თბილისი, 1988.