მყინვარული საფარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მყინვარული რელიეფი

მყინვარული საფარი (გერმ. Eisschild) — სქელი და ვრცელი ფარისებრი ხმელეთის მყინვარი. მყინვარული საფრის დიდი სისქე ახასიათებს ანტარქტიდას, სადაც ყინულოვანი ჯავშნის სისქე 4000 მ-ს აღემატება.

ყინულის ფარისებრი ფორმა და მოძრაობის მიმართულება არ არის დამოკიდებული ფსკერის რელიეფზე. ცენტრალური, ყველაზე უფრო ამაღლებული ნაწილიდან (კვების არე) ყინული პერიფერიისაკენ რადიალურად განედინება და წარმოქმნის შელფურ მყინვარებს ან აისბერგებს.

მსოფლიოს ყველაზე ვრცელი გამყინვარება ანტარქტიდაზეა. ანტარქტიდის თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია კონტინენტური ყინულით. ყინულოვანი საფრის ზედაპირის საშუალო სიმაღლე 2040 მ-ს აღწევს. მოსაზღვრე მყინვართა ენების შეერთებით სანაპირო ზოლში ჩნდება უძრავი ყინულოვანი წარმონაქმნი - შელფური მყინვარები. ყველაზე მნიშვნელოვანია როსისა (ფართ. 487 ათ.კვ.კმ) და ფილხნერის (ფართ. 430 ათ.კვ.კმ) შელფური მყინვარები.

მნიშვნელოვანი გამყინვარებაა წარმოდგენილი მსოფლიოს უდიდეს კუნძულ გრენლანდიაზე. გრენლანდიის ტერიტორიის 81% დაფარულია სქელი ყინულოვანი ჯავშნით. გამყინვარების საერთო ფართობია - 1 834 ათ.კვ.კმ.

მყინვარული საფრის საერთო ფართობის (14,4 მლნ.კვ.კმ) 85, 3% ანტარქტიდაზე მოდის, 12,1% გრენლანდიაზე, 2,6% კანადის არქტიკულ არქიპელაგის, ისლანდიის, შპიცბერგენის, ფრანც-იოსების მიწის, ჩრდილოეთის მიწისა და სხვა პოლარულ კუნძულებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]