ლიპყინული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიპყინული

ლიპყინული — მკვრივი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება როგორც დედამიწის ზედაპირზე, ისე სხვა საგნებზე (მეტწილად ქარპირა მხარეს) წვიმის ან ნისლის გადაცივებული წვეთების შეყინვის შედეგად.

ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°-იდან — 3°-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი ტემპერატურის (-16°) დროს ჩნდება. ყინულის ქერქის სისქე ხშირად რამდენიმე სმ აღწევს და თავისი სიმძიმით ამტვრევს ხეებს, იწვევს გზებზე მიმოსვლის შეწყვეტას, ბოძებზე წყვეტს ელექტროგადაცემის ხაზებს.

ლიპყინული საქართველოში ჩნდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრის დროს; მის გაჩენაში დიდ როლს ასრულებს რელიეფის ფორმა, განსაკუთრებით ქედების მიმართულება. ლიპყინული უფრო ხშირია ქარისკენ მიქცეულ ფერდობებზე. ლიპყინული ჯავახეთის ქედზე, ლიხის ქედის დასაველთ კალთაზე, გაგრის ქედსა და მამისონის უღელტეხილზე წელიწადში 3-6 დღეა.

იშვიათად ჩნდება საქართველოს მთიანეთშორის ბარში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]