ლეონ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეონ III (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 957
მმართ. დასასრული: 967
წინამორბედი: გიორგი II
მემკვიდრე: დემეტრე III
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: 967
შვილები: დემეტრე III
მამა: გიორგი II

ლეონ III, "აფხაზთა სამეფოს" (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957-967, გიორგი II-ის ძე. გამეფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გიორგი II-ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რომელმაც თავი ლეონ III-ის ვასალად ცნო. ლეონ III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სააღმშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა: ააშენეს მოქვის ეკლესია, რომელიც ლეონ III-მ საკათედრო ტაძრად აქცია; 964 აშენდა კუმურდოს ტაძარი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 191, თბ., 1983
წინამორბედი:
გიორგი II
აფხაზეთის მეფე
957 - 967
შემდეგი:
დემეტრე III


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეონ_III&oldid=2691001“-დან