დემეტრე II (აფხაზთა მეფე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დემეტრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დემეტრე.
დემეტრე II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 825
მმართ. დასასრული: 861
წინამორბედი: თეოდოს II
მემკვიდრე: გიორგი I
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: 861
შვილები: ბაგრატი
მამა: ლეონ II

დემეტრე (დიმიტრი) II, (დ. დაახლოებით 825 — გ. 861), აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე,ლეონ II-ის ძე.

ენერგიულად იბრძოდა ახლად შექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX საუკუნის 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დასაცლეთ საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალს ბუღა თურქს. იგი შემდეგშიაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის.

დემეტრე II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართული მონასტრის დაარსებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 3, გვ. 459, თბ., 1978
წინამორბედი:
თეოდოს II
აფხაზეთის მეფე
825 - 861
შემდეგი:
გიორგი I