დემეტრე III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დემეტრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დემეტრე.
დემეტრე III
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 967
მმართ. დასასრული: 975
წინამორბედი: ლეონ III
მემკვიდრე: თეოდოს III
დაბ. თარიღი:
გარდ. თარიღი: 975
მამა: გიორგი II

დემეტრე (დიმიტრი) III, აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 967-975, გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის ძმა და მემკვიდრე.

აქტიურად იბრძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოპოვებისათვის. ფეოდალურმა ოპოზიციამ დაუპირისპირა ძმა თეოდოსი, რომელსაც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი. დემეტრე III-მ დაამარცხა თეოდოსის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხაზეთის სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, დემეტრე III-მ ეს ცდაც ჩაახშო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ანჩაბაძე ზ., ქსე, ტ. 3, გვ. 459, თბ., 1978
წინამორბედი:
ლეონ III
აფხაზეთის მეფე
967 - 975
შემდეგი:
თეოდოს III