ლევან თორთლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან თორთლაძე
ლევან თორთლაძე - 2017

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან თორთლაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1948 , ქუთაისი - გ. 24 ნოემბერი ,2020,თბილისი) დაამთავრა ქ. იჟევსკის (რუსეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.19761978 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში საკავშირო მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 19741989 წლებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას უდმურტეთის რესპუბლიკაში. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე, 2002 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე. 2006 წლიდან იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი. მან შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი მსოფლიოში განთქმული ძროხის მაღალ პროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ. 2006 წლიდან ლევან თორთლაძე იყო სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. აქვს 2 პატენტი გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004), ზოოტექნიკოსი დაარქივებული 2023-11-14 საიტზე Wayback Machine. .

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცხოველეთა კავშირი, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს ხორცისა და თევზის მეწარმეთა კავშირი , ვიცე-პრეზიდენტი (2011-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]