პატენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატენტი — ექსკლუზიური უფლებების პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს პიროვნებას (როგორც წესი გამომგონებელს) დროის გარვეული ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ასევე მოიცავს გამოგონების შესახებ გარკვეული დეტალების, მეთოდის, პროცესისა და შემადგენლობის საზოგადოებისთვის გამხელას.

ექსკლუზიური უფლებები მინიჭებული პატენტის მფლობელისთვის უკრძალავს სხვებს დაპატენტებული გამოგონების შექმნას, გამოყენებას ან გაყიდვას. პატენტის მფლობელმაც გარკვეული პირობები უნდა დაიცვას ადგილობრივი საპატენტო კონანმდებლობის მიხედვით. მაგ. ფარმაცევტულმა კომპანიამ შეიძლება პატენტი მიიღოს ახალი სამედიცინო პრეპარატისთვის, მაგრამ ვერ შეძლებს მის მარკეტინგს სპეციალური სამედიცინო ნებართვის მიღების გარეშე. ან კიდევ გამომგონებელმა შეიძლება გააუმჯობეოს ლაზერის გარკვეული სახეობა, თუმცა ვერ შეძლებს გაუმჯობესებული დიზაინის გაყიდვას ძველი უფრო ვრცელი პატენტის მფლობელისგან ლიცენზიის მიუღებლად.

ტერმინი ”პატენტი” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან patere, რომელიც ნიშნავს ”გახსნილად მყოფს” (ანუ საზოგადოებისთვის მისაწვდომი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: