კათედრა
კათედრა (ბერძ. kathedra, სიტყვასიტყვით — სკამი, დასაჯდომი ადგილი):
1. ძველ საბერძნეთსა და რომში — ფილოსოფოსებისა და რიტორების გამოსასვლელი ადგილი.
2. ქრისტიანულ ეკლესიაში — ადგილი, საიდანაც ქადაგებდნენ.
3. ეპისკოპოსის (არქიელის) სავარძელი ღვთისმსახურების დროს; გადატანით — ეპარქია (საეპისკოპოსო ოლქი).
4. სასწავლო დაწესებულებებში, ლექტორიუმებში, სააქტო დარბაზებში — მასწავლებლის, მომხსენებლის ადგილი.
5. უმაღლეს სასწავლებელში — სასწავლოსამეცნიერო დანაყოფი, რომელიც ეწევა სასწავლო-აღმზრდელობით, მეთოდოლოგიის და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ერთი ან რამდენიმე მონათესავე დისციპლინის დარგში, ამზადებს სამეცნიერო-პედაგოგიურ კადრებს, ხელმძღვანელობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 318.