ლასილის უღელტეხილი
ლასილის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°54′12″ ჩ. გ. 42°46′49″ ა. გ. / 42.90333° ჩ. გ. 42.78028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3000 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ლასილის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე, მდინარეების ლასილის (ენგურის მარცხენა შენაკადი) მუხრის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 3000 მ. აგებულია ლიასის ასპიდური ფიქლებითა და ქვიშაქვები. ახასიათებს ალპური ლანდშაფტი. უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა ქვემო სვანეთიდან ზემო სვანეთში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 133.