ლანდრასი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლანდრასი (დან. Landrace < land „ქვეყანა, სოფელი ადგილი“ და race „ჯიში“), სპეციალიზებული საბეკონე ჯიშის ღორი, გამოიყვანეს დანიაში XX საუკუნის დასაწყისში. ყოფილ სსრკ-ში შემოიყვანილია შვეციიდან 1948 წელს, საქართველოში — კალუგის ოლქიდან 1967, ნოვოსიბირსკიდან — 1976(ხობის, ლაგოდეხის, საგარეჯოს რაიონებში). აქვს გრძელი სხეული (160-175 სმ), ჩამოყრილი ყურები, თეთრი ფერი. კერატის მასა 250-300 კგ, ნეზვისა 200-220 კგ, ნაყოფიერება 10-12 გოჭი, მერძეულობა 70-80 კგ. სარეალიზაციო მასას (100 კგ) 189 დღისა აღწევს. სუქებისას წონამატი 700-800 გ და მეტი. საკვების დანახარჯი ერთი კგ წონამატზე 3,9 კგ საკვები ერთეული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შუბითიძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 119-120, თბ., 1983
სტატიის