ლალა იუსიფოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლალა იუსიფოვა

ლალა იუსიფოვა (აზერ. Lalə Yusifova; დ. 11 ოქტომბერი, 1996, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი რიტმული ტანმოვარჯიშე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალა იუსიფოვამ ახალგაზრდული კარიერა 2009 წელს დაიწყო. მან 2010 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. აგრეთვე, მან აზერბაიჯანის გუნდის წევრის სახელით იასპარეზა მისკში ჩატარებულ 2011 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, სადაც ბწინჯაოს მედალი მოიპოვა.[1]

იუსიფოვას დებიუტი პროფესინალურ კარიერაში 2012 წელს შედგა. 2013 წელს მან მოიგო ბრინჯაოს მედალი „ჰუპში“ ტარტუში (ესტონეთი) ჩატარებულ 2013 წლის მის ვალენტინის თასზე. ამავე წელს იასპარეზა 2013 წლის ირინა დელეანუს თასზე და ტურნირი მან „ჰუპში“ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაასრულა. ვენაში (ავსტრია) ჩატარებულ 2013 წლის მსოფლიოს თასზე ლალა იუსიფოვა და მისი თანაგუნდელი, მარინა დურუნდა აზერბაიჯანის სახელით გამოდიოდნენ. ეს გუნდური ჩემპიონატი მათ მე-4 ადგილით დაასრულეს. მან ვერცხლის მედალი მოიპოვა 2013 წლის აზერბაიჯანის ეროვნულ ჩემპიონატში (პირველი ადგილი მარინა დურუნდამ დაიკავა). იუსიფოვა აგრეთვე ასპარეზობდა საკტ-პეტერბურგში (რუსეთში) ჩატარებულ 2013 წლის მსოფლიოს თასზე; მან თასი მე-8 ადგილით დაასრულა.

2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუსიფოვამ ჯანა ბერეზკო-მარგგრანდერთან ერთად ტურნირი მე–13 ადგილით დაასრულა. იგი ასპარეზობდა 2013 წლის გრანდ პრიქსზე; საბოლოოდ ხსენებული შეჯიბრება მე-9 ადგილით დააამთავრა. ბერლინში ჩატარებულ 2013 წლის გრანდ პრიქსის ფინალში მან მე-6 ადგილი დაისაკუთრა. მან ოთხი ღონისძიების ფინალში გაიმარჯვა და კლუბებს შორის შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წელს იგი 2013 წლის აეონის თასზე (ტოკიო, იაპონია) ასპარეზობდა; საბოლოოდ, გუნდებს შორის მე-5 ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ პერფორმენსში მე-6 ადგილი დაიკავა.[2]

2014 წლის სეზონის პირველი ნახევარი მან მხრის ტრავმის გამო გამოტოვა. აპრილში იგი ასპარეზობას დაუბრუნდა - მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ეროვნულ ჩემპიონატში; ჩემპიონატი ვეცხლის მედლით დაასრულა (პირველ ადგილი კვლავ მარინა დურუნდამ დაიკავა). იუსიფოვამ 2014 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებაში: მან იასპარეზა 2014 წლის კორბეილ-ესონესის მსოფლიო თასზე და ტურნირი მე-16 ადგილით დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azerbaijani junior team wins bronze medals at Euro-2011. trend.az (29 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2019.
  2. 2013 AEON-Cup of Rhythmic Gymnastics. gymmedia (27 October 2013).