კრუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კრუმი, აგრეთვე ცნობილი, როგორც კრუმ მრისხანე — ბულგარეთის ხანი (მეფე) დაახ. 803 - 814 წლებში. მისი მეფობის დროს ბულგარეთი ტერიტორიულად გაორკეცდა - ის გადაჭიმული იყო დუნაის შუა წელიდან მდინარე დნეპრამდე და ოდრინიდან (თანამედროვე ედირნე) ტატრის მთებამდე. მისი ძლიერმა და ენერგიულმა მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა ბულგარულ სახელმწიფოებრივ ორგანიზებას.