ბულგარეთის მონარქების სია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულგარეთის მონარქების სია[რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია ბულგარეთის მონარქების სია.

სურათი ტიტული სახელი მმართველობის წლები შენიშვნები/გარდაცვალება

ბულგარეთის პირველი იმპერია (681-1018)[რედაქტირება]

დულოს დინასტია (681-753)
KhanAsparuh.jpg ხანი ასპარუხი 681-700 ხანის შვილი კუბრატი, დიდი ბულგარეთის მმართველი. 680 წელს ონგალის ომში გამარჯვების შემდეგ მან ჩამოაყალიბა თანამედროვე ბულგარეთი. გარდაიცვალა 700 წელს ხაზარების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ხანი ტერველი 700-721 მიიღო კეისარის ტიტული 705 წელს. გარდაიცვალა 721 წელს.
ხანი კორმესი 721-738 გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ხანი სევარი 738-753 დულოს დინასტიის უკანასკნელი მმართველი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 753 წელს.
ვოკილის დინასტია (753-762)
ხანი კორმისოში 753-756 არასტაბილუროის პერიოდის დასაწყისი. გადადგა 756 წელს.
ხანი ვინეხი 756-762 მოკლეს 762 წელს.
უგაინების დინასტია (762-765)
ხანი ტელეცი 762-765 მოკლეს 765 წელს.
დინასტიის გარეშე (765-766)
ხანი საბინი 765-766 შესაძლოა იყო სლავური წარმოშობის. გადააყენა სახალხო საბჭომ 766 წელს. გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში.
ვოკილის დინასტია (766)
ხანი უმორი 766 ქვეყანას მართავდა მხოლოდ 40 დღე. გადააყენეს 766 წელს და გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში.
დინასტიის გარეშე (766-803)
ხანი ტოქტუ 766-767 მოკლეს მისმა ოპოზიციონერებმა დუნაის ტყეში 767 წელს.
ხანი პაგანი 767-768 მოკლეს მისმა ხელქვეითებმა ვარნაში.
Seal of Telerig.jpg ხანი ტელერგი 768-777 გაიქცა კონსტანტინოპოლში 777 წელს.
ხანი კარდამი 777-803 საშინაო კრიზისის დასასრული. ქვეყნის სტაბილიზაციის და კონსოლიდაციის პერიოდი. გარდაცვალების თარიღი უცნობია.
კრუმი/დულოს დინასტია(803-977)
Krum33.jpg ხანი კრუმი 803-814 ცნობილი პლიშკას ბრძოლაში გამარჯვების გამო, სადაც დაიღუპა ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე I. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 814 წლის 13 აპრილს.
Omurtag1.jpg დიდი ხანი (კანასუბიგი) ბევრი ბულგარელის მმართველი ომურტაგი 814-831 ცნობილი თავისი კონსტრუქიული პოლიტიკით, ადმინისტრაციული რეფორმებით და ქრისტიანების დევნით.
ხანი მალამირი 831-836 ომურტაგის მესამე და უმცროსი შვილი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით ახალგაზრდა ასაკში.
ხანი პრესიანი 836-852 თითქმის მთელი მაკედონია მოაქცია ბულგარეთის საზღვრებში.
57-manasses-chronicle.jpg პრინცი (კნიაზი) ბორის I 852-889 ბულგარეთის გაქრისტიანება; გამოაცხადა ძველი სლავური ენა სახელმწიფოს და ეკლესიის ოფიციალურ ენად. გადადგა ტახტიდან 883 წელს, გარდაიცვალა 902 წლის 2 მაისს, 80 წლის ასაკში. შერაცხულია წმინდანად.
პრინცი ვლადიმირ-პასატე 889-893 ბორის I-ს უფროსი შვილი. სურდა ტენგრიიზმის აღდგენა. გადააყენა და დააბრმავებინა მამამისმა 893 წელს.
პრინცი/იმპერატორი (ცარი) იმპერატორი ბულგარელთა და რომაელთა, ბულგარელთა იმპერატორი (ფაქტობრივად) სიმეონ I 893-927 ბორის I-ს მესამე შვილი, ემზადებოდა ბერობისთვის, მაგრამ სამეფო ტახტზე ავიდა პრესლავის სახალხო საბჭოს დახმარებით. ბულგარეთმა მიაღწია აპოგეას და უდიდეს ტერიტორიულ საზღვრებს. ოქროს ხანა ბულგარული კულტურისთვის. გარდაიცვალა გულის შეტევით 927 წლის 27 მაისს, 63 წლის ასაკში.
იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა პეტრე ბულგარელი 927-969 სიმეონ I-ს მეორე შვილი. მართავდა 42 წელი, რაც ყველაზე გრძელი პერიოდია ბულგარეთის ისტორიაში. გადაყენებული იქნა 969 წელს და გარდაიცვალა ბერად ყოფნის დროს, 970 წლის 30 იანვარს. შერაცხულია წმინდანად.
იმპერატორი ბორის II 970-971 პეტერ I-ს უფროსი შვილი. განდევნეს ბიზანტიელებმა 971. მოკლულ იქნა ბულგარეთის საზღვართან ბულგარეთის გვარდიის მიერ 977 წელს, როცა ის ქვეყანაში ბრუნდებოდა.
Roman BG.JPG იმპერატორი რომანი 977-991 (997) პეტერ I-ს მეორე შვილი. ბიზანტიელთა მიერ იქნა კასტრირებული, მაგრამ დაბრუნდა ბულგარეთში 977 წელს. 991 წელს ბრძოლის დროს დაიჭირეს ბიზანტიელებმა და გარდაიცვალა 997 წელს კონსტანტინოპოლის ციხეში.
კომეტოპულების დინასტია (997-1018)
Samuil of bolgaria reconstruction.jpg იმპერატორი იმპერატორი ბულგარელთა სამუელი 997-1014 რომანის თანამმართველი და გენერალი 976 და 997 წლებში. ოფიციალურად გამოცხადდა ბულგარეთის იმპერატორად 997 წელს. გარდაიცვალა გულის შეტევით 1014 წლის 6 ოქტომბერს, 69-70 წლის ასაკში.
იმპერატორი გავრილ რადომირი 1014-1015 სამუელის უმცროსი შვილი, აკურთხეს 1014 წლის 15 ოქტომბერს. მოკლა მისმა ბიძაშვილმა ვლადისლავმა 1015 წლის აგვისტოში.
იმპერატორი ივან ვლადისლავი 1015-1018 არონის შვილი და სამუელის ძმისწული. მოკვდა დრაჩის ალყის დროს. მისმა სიკვდილმა გამოიწვია ბულგარეთის პირველი იმპერიის დასასრული, რომლის ანექსიაც მოახდინა ბიზანტიის იმპერიამ.

მონარქები ბიზანტიის მმართველობის დროს (1018–1185)[რედაქტირება]

კომეტოპულების დინასტია
PetarDelyanIsProclaimedTsarOfBulgaria.jpg იმპერატორი პეტერ II დელიანი 1040-1041 მიჩნეულია, რომ იყო გავრილ რადომირის შტამომავალი.
Konstantin Bodin.jpg იმპერატორი პეტერ III 1072 სამუელის შთამომავალი, ბულგარეთის გამოცხადებული იმპერატორი პეტერ I-ს შემდეგ გიორგი ვოიტეხის აჯანყებისას.

ბულგარეთის მეორე იმპერია (1185–1396)[რედაქტირება]

ასენთა დინასტია
იმპერატორი პეტერ IV 1185-1190 სახელად თეოდორე, გამოცხადებული იყო ბულგარეთის იმპერატორად, როგორც პეტერ IV ასენის და პეტერის ამბოხებების დროს. 1190 წელს მან გადასცა ტახტი მის უმცროს ძმას.[1]
იმპერატორი ივან ასენ I 1190-1196 პეტერ IV-ს უმცროსი ძმა. წარმატებული გენერალი, მმართველობდა 1196 წლამდე. მოკლა მისმა ძმისშვილმა ივანკომ.[2]
იმპერატორი პეტერ IV 1196-1197 მოკლეს 1197 წელს.[1]
იმპერატორი
იმპერატორი ბულგარელთა და ვლახთა
კალოიანი 1197-1207 ასენის და პეტერის მესამე ძმა. გააფართოვა ბულგარეთის საზღვრები და დადო ხელშეკრულება კათოლიკურ ეკლესიასთან. მოკლეს შეთქმულებმა თესალონიკის ალყის დროს.[3]
Seal of Boril.jpg იმპერატორი ბორილი 1207-1218 კოლოიანის დისშვილი. გადააყენეს და დააბრმავეს 1218 წელს.[4]
G danchov ivan asen.jpg იმპერატორი
იმპერატორი ბულგარელთა და ბერძენთა
ივან ასენ II 1218-1241 ივან ასენ I-ს უფროსი შვილი. მისი მმართველობის დროს ბულგარეტის მეორე იმპერიამ მიაღწია აპოგეას. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1241 წლის 24 ივნისს, 46-47 წლის ასაკში.[5]
იმპერატორი კალიმან I ასენი 1241-1246 ივან ასენ II-ს შვილი. დაიბადა 1834 წელს, გარდაიცვალა, ან მოიაწმლა 1246 წელს, 12 წლის ასაკში.[6]
Michael-Asen-Kastoria.jpg იმპერატორი მიხაილ II ასენი 1246-1256 ივან ასენ II-ს შვილი. მოკლა ივან ასენ II-ს შვილმა კალიმანმა.[7]
იმპერატორი კალიმან II ასენი 1256 მოკლეს 1256 წელს.[8]
იმპერატორი მიცო ასენი 1256-1257 გაიქცა ნიკეას იმპერიაში 1261 წელს.[9]
NHM-BG-photoKonstantinTih1.jpg იმპერატორი
უფალი ქრისტეს ერთგული და ბულგარელთა მმართველი
კონსტანტინ ტიხ ასენი 1257-1277 სკოპიეს ბოლიარი. მოკლა გლეხთა ლიდერმა ივაილომ 1277 წელს.[10]
იმპერატორი ივან ასენ III 1279-1280 მიცო ასენის უმცროსი შვილი. გაიქცა კონსტანტინოპოლში ხაზინიანად.[11]
დინასტიის გარეშე
იმპერატორი ივაილო 1277-1280 გლეხთა აჯანყების მეთაური. გაიქცა ოქროს ურდოში, მაგრამ მოკლა მონღოლთა ხანმა ნოგაიმ.[12]
ტერტერთა დინასტია (1280–1292)
იმპერატორი გიორგი ტერტერ I 1280-1292 გაიქცა ბიზანტიის იმპერიაში 1292 წელს, გარდაიცვალა ბულგარეთში 1308-1309 წელსს.[13]
დინასტიის გარეშე (1292–1300)
იმპერატორი სმილეცი 1292-1298 მკოლეს, ან ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1298 წელს.[14]
იმპერატორი ჩაკა 1299-1300 მონღოლეთის ხანის, ნოგაის შვილი. ჩამოახრჩვეს ციხეში 1300 წელს.
ტერტერთა დინასტია (1300–1322)
Silver coin of Theodore Svetoslav.png იმპერატორი თეოდირ სტანისლავი 1300-1321 გიორგი ტერტერ I-ს შვილი. ახალგაზრდობა გაატარა ტყვეობაში ოქოს ურდოში. მისი მმართველობის დროს აღორძინდა ბულგარეთი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1321 წელს, 50-55 წლის ასაკში.[15]
იმპერატორი გიორგი ტერტერ II 1321-1322 თეოდორ სტანისლავის შვილი. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1322 წელს.[16]
შიშმანთა დინასტია (1323–1396)
იმპერატორი მიხაილ III შიშმანი 1323-1330 სასიკვდილოდ დაიჭრა სერბების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, 1330 წლის 28 ივლისს.[17]
იმპერატორი ივან სტეფანი 1330-1331 მიხაილ III შიშმანის შვილი. გააძევეს 1331 წლის მარტში და გაიქცა სერბეთში.[18] შესაძლოა გარდაიცვალა 1373 წელს.
Ivan Alexander.jpg იმპერატორი
უფალი ქრისტეს ერთგული იმპერატორი და მმართველი ყოველთა ბულგართა და ბერძენთა
ივან ალექსანდრე 1331-1371 ასენის, ტერტერთა და შიშმანთა დინასტიის შთამომავალი. მეორე ოქროს ხანა ბულგარული კულტურისთვის. გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1371 წლის 17 თებერვალს, ბულგარეთი გაუყო თავის შვილებს.[17]
53 IoSisiman.JPG იმპერატორი
უფალი ქრისტეს ერთგული იმპერატორი და მმართველი ყოველთა ბულგართა და ბერძენთა
ივან შიშმანი 1371-1395 ივან ალექსანდრე მეოთხე შვილი. თავი მოკვეთეს ოტომანებმა 1395 წლის 3 ივნისს.[19]
Ivan Sratsimir portrait 1.JPG იმპერატორი
იმპერატორი ბულგარელთა
ივან სრაციმირი 1356-1396 ივან ალექსანდრეს მესამე შვილი. მმართველობდა ვიდინში. შეიპყრეს ოტომანებმა 1396 წელს სიკვდილით დასაჯეს ბურსას ციხეში.[20]
იმპერატორი კონდტსნტინე II 1397–1422 ივან სრაციმირის შვილი. მას გვირგვინი 1395 წელს მამაისმა დაადგა.

ბულგარეთის სამთავრო და ბულგარეთის სამეფო (1878–1946)[რედაქტირება]

ბატენბერგთა დინასტია
Alexander I of Bulgaria by Dimitar Karastoyanov.jpg პრინცი ალექსანდრ I 29 აპრილი 1879 - 7 სექტემბერი 1886 გადადგა რუსების ზეწოლის გამო. გარდაიცვალა 1893 წლის 23 ოქტომბერს გრაცში.
საქსონ-კობურგ-გოთთა დინასტია
Ferdinand of Bulgaria.jpg პრინცი/მეფე (ცარი) ფერდინანდ I 7 ივლისი, 1887 - 3 ოქტომბერი, 1918 გახდა ცარი (საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მეფე) დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, 1908 წლის 22 სექტემბერს. გადადგა 1918 წლის 3 ოქტომბერს, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. გარდაიცვალა 1948 წლის სექტემბერში კობურგში.
Boris3bulgaria1894.jpg მეფე (ცარი) ბორის III 3 ოქტომბერი, 1918 - 28 აგვისტო, 1943 გარდაიცვალა 1943 წლის 28 აგვისტოს გაურკვეველ ვითარებაში.
Simeon Vtori Popovo crop.jpg მეფე (ცარი) სიმეონ II 28 აგვისტო, 1943 - 15 სექტემბერი, 1946 მონარქია დაამხეს კომუნისტებმა. ის იყო ბულგარეთის 47-ე პრემიერ-მინისტრი 2001 წლის 24 ივლისიდან 2005 წლის 17 აგვისტომდე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Andreev, pp. 146–147
  2. Andreev, pp. 157–158
  3. Andreev, p. 173
  4. Andreev, p. 184
  5. Andreev, p. 193
  6. Andreev, p. 197
  7. Andreev, p. 205
  8. Andreev, p. 208
  9. Andreev, p. 211
  10. Andreev, p. 229
  11. Andreev, p. 233
  12. Andreev, p. 136
  13. Andreev, p. 239
  14. Andreev, p. 240
  15. Andreev, p. 251
  16. Andreev, p. 254
  17. 17.0 17.1 Andreev, p. 263
  18. Andreev, p. 267
  19. Andreev, p. 286
  20. Andreev, p. 298