ბატბაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბატბაიანი
Бат-баян
ბულგარეთის ხანი
მმართ. დასაწყისი: 665
მმართ. დასასრული: 668
წინამორბედი: კუბრატი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 690
გარდ. ადგილი: დიდი ბულგარეთი
დინასტია: დულო
მამა: კუბრატი

ბატბაიანი (ბულგ. Бат-баян; დ. უცნობია — გ. 690) — დიდი ბულგარეთის ხანი. მიეკუთვნება დულოს დინასტიას. დიდი ბულგარეთის დამაარსებელისა და მისი პირველი მმართველის კუბრატის შვილი. ქვეყანას მართავდა VII საუკუნის II ნახევარში, სულ 3 წლის განმავლობაში.

თეოფანე აღმსარებელის თქმით, მისმა ძმებმა არ შეასრულე მამის ანდერძი და ქვეყანა დატოვეს. მხოლოდ ბატბაიანი აღმოჩნდა მამის ანდერძის შემსრულებელი და დარჩა დიდ ბულგარეთში. ხაზარების თავდასხმებს ვერ გაუძლო, ბატბაიანმა აღიარა მათი უპირატესობა და დიდმა ბულგარეთმაც არსებობა შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]