სევარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევარი
Севар
ბულგარეთის მე-6 ხანი
მმართ. დასაწყისი: 738
მმართ. დასასრული: 753
წინამორბედი: კორმესი
მემკვიდრე: კორმისოში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: დულო

სევარი (ბულგ. Севар) — ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი 738-753 წლებში. დულოს დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

სევარის შესახებ ინფორმაცია შემონახულია მხოლოდ ბულგარეთის ხანების სიაში. მის მიხედვით ცნობილია, რომ იგი მმართველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და ბრძოლებს არ აწარმოებდა ბიზანტიასთან. წლების მანძილზე ისტორიკოსები მას მიიჩნევდნენ ტერველის მემკვიდრედ.

დულოს დინასტიის დასრულების შესახებ არსებობს ორი ჰიპოთეზა. ერთი ჰიპოთეზის თანახმად სევარს მემკვიდრე არ დარჩენია, მეორე ჰიპოთეზის თანახმად ბულგარეთის სამეფოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mosko Moskov, Imennik na bălgarskite hanove (novo tălkuvane), Sofia 1988.
  • Jordan Andreev, Ivan Lazarov, Plamen Pavlov, Koj koj e v srednovekovna Bălgarija, Sofia 1999.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Статья из книги «Болгарские ханы и цари». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-17. ციტირების თარიღი: 2014-07-04.