კრისტიანსფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კრისტიანსფელდი

მორავიული ეკლესია
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი სამხრეთ დანიის რეგიონი
მუნიციპალიტეტი კოლინგის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 55°21′20″ ჩ. გ. 9°28′53″ ა. გ. / 55.35556° ჩ. გ. 9.48139° ა. გ. / 55.35556; 9.48139
დაარსდა 1773
ფართობი 21.2 ჰექტარი, 384.6 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 28 მეტრი
მოსახლეობა 2 855[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 6070
ოფიციალური საიტი http://www.christiansfeldcentret.dk/
კრისტიანსფელდი — დანია
კრისტიანსფელდი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1468
ინგლ.რუს.ფრ.

კრისტიანსფელდი (დან. Christiansfeld) — ქალაქი დანიაში. მდებარეობს სამხრეთ დანიის რეგიონის კოლინგის მუნიციპალიტეტში. ქალაქი დაარსდა 1773 წელს მორავიული ეკლესიის მიერ და ეწოდა დანიის მეფე კრისტიან VII-ის სახელი[2]. 2015 წლის ივლისიდან ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია.

ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობდა 1773-1800 წლებში. 1864 წელს ქალაქი დაიკავა პრუსიამ შლეზვიგის მეორე ომის შედეგად. ქალაქი გერმანიის შემადგენლობაში დარჩა 1920 წლამდე. ვერსალის საზავო ხელშეკრულების შედეგად ჩრდილოეთი შლეზვიგი კვლავ დანიის საკუთრებაში გადავიდა, მათ შორის ქალაქი კრისტიანსფელდიც.

1970-2007 წლებში ქალაქი იყო კრისტიანსფელდის მუნიციპალიტეტის ცენტრი. ეს სტატუსი დაკარგა მას შემდეგ, რაც გარეთიანების შედეგად ჩამოყალიბდა კოლინგის მუნიციპალიტეტი.

1993 წლიდან ქალაქი ნომინირებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში, ხოლო 2015 წლის 4 ივლისიდან უკვე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "BEF44: Population 1st January, by urban areas" database from Statistics Denmark
  2. Dansk Stednavne Leksikon, JYLLAND - Sydlige del, FYN med omliggende øer, (page 30). ISBN 87-00-55221-6