იაპონური კრიპტომერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონური კრიპტომერია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  შიშველთესლოვნები
ოჯახი:  ტაქსოდიუმისებრნი
გვარი:  კრიპტომერია
სახეობა:  იაპონური კრიპტომერია
ლათინური სახელი
Cryptomeria japonica
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 39149

იაპონური კრიპტომერია (ლათ. Cryptomeria japonica) – ერთლებნიანი მაღალი ტანის ხეა. სამშობლოში, სამხრეთ იაპონიასა და ჩინეთში აღწევს 60 მეტრ სიმაღლეს, 2 მერტ დიამეტრს, ვრცელდება ზღ. დონიდან 800 მ სიმაღლემდე.

კარგი ზრდით ხასიათდება ღრმა, ტენიან კარგად დრენირებულ ქვექვიშებსა და თიხნარებზე. არბტენიან ან გადაჭარბებულად მშრალ ნიადაგებზე ცუდად იზრდება. ჩრდილიდ ამტანი და სითბოს მოყვარული ჯიშია. ვერ უძლებს ხანმოკლე ყინვასაც კი.

მრავლადაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ბაღ–პარკებში, ეზოებში. განსაკუთრებით კარგი ზრდა–განვითარებით ხასიათდება აჭარა–გურიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]