კოტ-დ’ივუარის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიზ-გრასი, ტრადიციული კოტ-დ’ივუარული კერძი

კოტ-დ’ივუარის სამზარეულო (ფრანგ. Cuisine ivoirienne) — ტრადიციული კოტ-დ’ივუარული კერძების ერთობლიობა, რომელიც ემყარება მარცვლეულ კულტურებს, ღორისა და ქათმის ხორცს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ახალ ხილს, ბოსტნეულსა და სანელებლებს. იგი ძალიან ჰგავს დასავლეთ აფრიკის სხვა სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი მეზობლების გასტრონომიებს. კოტ-დ’ივუარი მსოფლიოში კაკაოს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. მას ასევე დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და ყავა გააქვს ექსპორტზე.

მთავარი კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალოკო

კოტ-დ’ივუარულ სამზარეულოში განსაკუთრებულად დიდი ადგილი უკავია კასავასა და ბანანს. სიმინდის ფქვილი, რომელსაც ადგილობრივები აიტიუს უწოდებენ, გამოიყენება სიმინდის ბურთების მოსამზადებლად, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კერძია ამ ქვეყანაში. საჭმელების მზადებისას აგრეთვე აქტიურად გამოიყენება არაქისი. კიდევ ერთი კოტ-დ’იუვარული ტრადიციული კერძია ატიეკე, რომელიც მზადდება გახეხილი კასავით და გემოთი ძალიან ჰგავს კუსკუსს. სწრაფი კვების საჭმელებიდან ყველაზე პოპულარულია ალოკო, პალმის ზეთში შემწვარი მწიფე ბანანი, ხახვისა და ჩილის სანელებლებით. როგორც წესი, მას როგორ მთავარ კერძს ისე არასოდეს მიირთმევენ და ატანენ სხვა საჭმელს, ძირითადად კი მოხარშულ კვერცხს.

კოტ-დ’ივუარული ლოკოკინა

კოტ-დ’ივუარში შემწვარი თევზი და შემწვარი ქათამი ყველაზე პოპულარული არავეგეტარიანელური კერძებია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საჭმელია მჭლე, უცხიმო, შემწვარი ციცარი. ზღვის პროდუქტებიდან გავრცელებულია ტუნა, სარდინები და ხამანწკები. როგორც კოტ-დ’ივუარში, ისე მთელს დასავლეთ აფრიკაში გავრცელებული საჭმელია შებოლილი თევზი.

კიდევ ერთი ტრადიციული და პოპულარული კერძია მაფია, არაქისის სოუსში შემწვარი ხორცი. აღსანიშნავია კეჟენოუც, ცოტა სითხეში, დალუქულ ქვაბში მოხარშული ქათმის ხორცი და ბოსტნეული. ამ ტექნიკით კოტ-დ’ივუარელები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ქათმის ხორცის არომატი. ჭურჭელი, რომელიც სპეციალურად ამ კერძისთვისაა შექმნილი, ეწოდება კანარი. როგორც წესი, იგი დაბალ ცეცხლზე, ან სულაც ღუმელში მზადდება.

ბევრი ამას ფრანგული კულინარიის გავლენად მიიჩნევს, რომელიც საფრანგეთის მეორე იმპერიის პერიოდში უნდა დამკვიდრებულიყო, თუმცა ადგილობრივებს ძალიან უყვართ ლოკოკინები და მათ ერთობ აფასებენ. ვინაიდან კოტ-დ’ივუარში ლოკოკინის არაერთი სახეობა ბინადრობს, მათი მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი. როგორც წესი, კოტ-დ’ვუარელები ლოკოკინას გრილზე წვავენ და შემდეგ სპეციალური სოუსით მიირთმევენ.

ხილ-ბოსტნეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტ-დ’ივუარში დიდი რაოდენობით მანდარინს, მანგოს, ქოქოსს, გრავიოლასა და ე.წ. „ვნების ხილს“ მოიხმარენ. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოსნეულია ბადრიჯანი, რომელსაც მრავალ კერძში იყენებენ. ფუფუ არის ტრადიციული კერძი, რომელსაც ამზადებენ ბანანის პიურისა და პალმის ზეთისაგან, ხოლო ფუტუ ბანანის პიურისა და იამისაგან კეთდება. ფუტუში ბანანთან ერთად შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს თხილი, ან კაკალი.

გომბო-ფრე კიდევ ერთი კოტ-დ’ივუარული ვეგეტარიანული კერძია, რომელიც მზადდება ბამიის, პალმის ზეთისა და პომიდვრისგან. მას მიირთმევენ როგორც ალკოჰოლურ სასმელებთან, ისე რიზ-გრასთან (ხორციანი და ცხიმიანი კოტ-დ’ივუარული ფლავი) ერთად.

აღსანიშნავია ატიეკეც, რომელიც მზადდება გახეხილი კასავის მოხარშული რბილობებისაგან და აქვს კუსკუსის მსგავსი შესახედაობა. ხასიათდება მსუბუქი გემოთი, თუმცა ხშირად ვისკთან ერთად მიირთმევენ. იგი ასევე პოპულარულია წიწაკასთან, ან ბულიონთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cote D'Ivoire Constitution and Citizenship Laws Handbook - Strategic Information and Basic Laws:. World Constitution and Citizenship Laws Handbook Library. International Business Publications USA. 2013. pp. 62–63. ISBN 978-1-4387-7882-2. Retrieved July 17, 2017.
  • Ligaya Mishan (August 24, 2018). "Sharing the Food of an Ivorian Childhood". Hungry City. New York Times. p. D5.
  • "Ivory Coast, Côte d'Ivoire: Cuisine and Recipes." Accessed June 2011.
  • Harris, Jessica B. (1998). The Africa Cookbook. Simon & Schuster. p. 237. Retrieved October 31, 2012.
  • Evans, D.L. The Recipes of Africa. p. 74. Retrieved July 17, 2017.