ბიუროკრატია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუროკრატია (ფრანგ. bureau — ბიურო, კანცელარია და ბერძნ.. κράτος — ძალაუფლება) — სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების კონცეფცია, რომელიც მიუთითებს სოციალური ორგანიზაციის ადმინისტრაციული მმართველობისა და საკანონმდებლო წესები საშუალებებზე. სამუშაო ორგანიზაცია ხასიათდება სტანდარტიზებული პროცედურით (კანონ-მიმდევრობა), პასუხისმგებლობის ფორმალური დაყოფით, იერარქიითა და არაპერსონალური ურთიერთობებით.

ყოველდღიური ბიუროკრატიის ნიმუშებია მთავრობები, შეიარაღებული ძალები, კორპორაციები, საავადმყოფოები, სასამართლოები, სამინისტროები და სკოლები.

სხვა მნიშვნელობით ბიუროკრატია არის საზოგადოებაში მიღებული წესების, კანონების ზედმეტად მიყოლა, რაც საზოგადოების წევრების ურთიერთობებს აფერხებს.

თარგი:საზოგადოება