ბადრი კობახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კობახიძე, ბადრი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.
ბადრი კობახიძე
დაბადების სახელი ბადრი კობახიძე
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1926
სოხუმი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 1988 (62 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
ალმა-მატერი რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
მშობლები მამა: პეტრე კობახიძე
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1976)
საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბადრი პეტრეს ძე კობახიძე (დ. 8 ივნისი, 1926, სოხუმი — გ. 1 სექტემბერი, 1988, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ცნობილი ქართველი მსახიობის პიერ კობახიძის ოჯახში, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ახალგაზრდის მომავალი. 1948 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, 1963 წელს კი სარეჟისორო ფაკულტეტი. 1948 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მის სცენაზე ბადრი კობახიძემ შეასრულა 40-მდე მცირე თუ დიდი როლი. ბადრი კობახიძე დიდხანს მუშაობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. მან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია რუსთაველის თეატრის რეპერტუარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ დადგმული სპექტაკლები ი. შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, რიჩარდ ნეშის „წვიმის გამყიდველი“, ალექსანდრე ჩხაიძის „დაბრუნება“, ოტია იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ და სხვა. წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 222, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]