ოთარ კობერიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ კობერიძე
Otar Koberidze.gif
ოთარ კობერიძე
დაბ. სახელი ოთარ კობერიძე
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1924
საქმიანობა მსახიობი
წლები 1941-
საცხოვრებელი ადგილი საქართველო

ოთარ კობერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 19431945 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1948 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 19501956 წლებში სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო 1959–1964 წლებში მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობია. 1956 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში” მსახიობად და რეჟისორად.

1954 წელს მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, 1958 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1967 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1981 წელს აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 2002 წელს გახდა მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1941 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე - პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ბაში-აჩუკი

რეჟისორია ფილმებისა:

  • ”ოცნებასთან შესახვედრად”, 1963
  • ”გამსვლელი პაიკი”, 1970
  • ”აღმოსავლეთის ექსპრესი”, 1976
  • ”ელოდეთ მოკავშირეს”, 1978
  • ”სიბრძნის კარავი”, 1982
  • ”ვინ არის მეოთხე?”, 1985
  • ”ოპერაცია ვუნდერლანდი”, 1988

სცენარის ავტორია ფილმებისა:

  • ”ოცნებასთან შესახვედრად”, 1963
  • ”ელოდეთ მოკავშირეს”, 1979

კადრები ფილმებიდან ო. კობერიძის მონაწილეობით[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]