პეტრე კობახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობახიძე.
პიერ კობახიძე
დაბადების სახელი პეტრე კობახიძე
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1906
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 1963 (57 წლის)
საქმიანობა მსახიობი

პეტრე (პიერ) კალისტრატეს ძე კობახიძე (დ. 29 ივნისი, 1906, ზუგდიდი — გ. 17 აგვისტო, 1963, სოხუმი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას სტუდია და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის თეატრში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ დიდმა რეჟისორმა თავის მიერ შექმნილ თეატრში მიიწვია და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.

სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი („ურიელი კოსტა“), ფერდინანდი („ვერაგობა და სიყვარული“), არმანი („მარგარიტა გოტიე“), პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება“), პარატოვი („უმზითვო“), ანტონიუსი („ანტონიუს და კლეოპატრა“), ჩონტა („მოკვეთილი“), იცკა („იცკა რიჟინაშვილი“), ვაშაძე („მისი ვარსკვლავი“, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია) და სხვები. ჭეშმარიტად ნიჭიერმა მსახიობმა შესძლო იმავე სცენააზე წარმატებით შეესრულებინა ურიელი დიდი უშანგი ჩხეიძის შემდეგ.

პიერ კობახიძე ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს რადიოში. იყო პირველი სპორტული კომენტატორი; ძველი რადიოჩანაწერებიდან დღესაც თანამედროვედ ჟღერს მის მიერ შექმნილი როლები, ქართველ პოეტთა ნაწარმოებების მისეული, პიერისეული, განუმეორებელი შესრულება. პოეზიის სიყვარული მსახიობს ბავშვობიდან დაჰყვა. ქართულ პერიოდიკაში მრავლადაა გაფანტული მისი ლექსები პეტრე ხეთელის ფსევდონიმით. ხელოვანმა რეჟისურაშიც სცადა ძალა: დადგა გ. ქელბაქიანის „შესაფერი ჯილდო“, კ. კალაძის „ლალი“, მ. ჯაფარიძის „ბეღურა“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1946: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1952: სსრკ სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხომარია, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565-566.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 223, თბ., 1994
  • გუგუშვილი, ვ. პიერ კობახიძე, თბილისი, 1968

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]