კლდისდუმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდისდუმა
Sedum acre და Sedum telephium
Sedum acre და Sedum telephium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მსუქანასებრნი
გვარი: კლდისდუმა
ლათინური სახელი
Sedum

კლდისდუმა (Sedum) — მცენარეთა გვარი მსუქანასებრთა ოჯახისა. ბალახები, ნახევრად ბუჩქები ან ბუჩქებია. აქვთ წვნიანი ან ხორცოვანი ფოთლები. 500-მდე სახეობა იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, უმეტესად ევრაზიაში, რამდენიმე — სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში 15-მდე სახეობაა. სახეობების მეტი წილი სუბალპურ და ალპური სარტყლის ქვიან და კლდოვან ადგილებზე იზრდება. ხშირად გვხვდება მწვავე ფუნთუშა (Sedum acre), რომელიც პატარა და ფხვიერ კორდებს ქმნის, თაფლოვანია (მისი ფოთლების წვენი კანს წვავს და აწითლებს), კავკასიური კლდისდუმა (Sedum caucasicum), აგრეთვე ფუნთუშა (Sedum pallidum), მსუქანა (Sedum stoloniferum) და სხვა. კლდისდუმას ბევრი სახეობა დეკორატიულია. აშენებენ ბაღბში, ზოგს — ოთახებსა და ორანჟერეებში. იყენებენ კლდოვანი და ქვიანი ადგილების გასამწვანებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება]