კილმესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
კილმესი
Quilmes
|
კილმესი (ესპ. Quilmes) - ქალაქი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. მდებარეობს ბუენოს-აირესიდან 17 კმ-ით სამხრეთით. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 230,810 ადამიანს.
საინტერესოა ქალაქის ისტორია. კილმესი ადგილობრივი ტომი იყო, რომელიც სან-მიგელ-დე-ტუკუმანის შემოგარენში ვხოვრობდა. მე-17 საუკუნეში, ესპანელებმა მათი მიწა დაიპყრეს, რის შემდეგაც ამ ხალხმა 1000 კმ ფეხით გაიარა და ბუენოს აირესის სიახლოვეს დასახლდა, სადაც მათ არავინ ავიწროვებდათ. აქედან გამომდინარე, ამ ქალაქს შემდგომში კილმესი ეწოდა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ესპანური)
- UKULA Travel Section
სტატიის