სან-მიგელ-დე-ტუკუმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სან-მიგელ-დე-ტუკუმანი
San Miguel de Tucumán
გუბერნიის შენობა
გუბერნიის შენობა
ქვეყანა არგენტინის დროშა არგენტინა
პროვინცია ტუკუმანის პროვინცია
კოორდინატები 26°49′ ს. გ. 65°12′ დ. გ. / 26.817° ს. გ. 65.200° დ. გ. / -26.817; -65.200
დაარსდა 1565 წ.
ფართობი 91 კმ²
სიმაღლე 431
მოსახლეობა 527,607 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 5799 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0381
საფოსტო ინდექსი T4000
ოფიციალური საიტი ბმული

სან-მიგელ-დე-ტუკუმანი მდებარეობა არგენტინა

Red pog.svg

სან-მიგელ-დე-ტუკუმანი — ქალაქი ჩრდილოეთ არგენტინაში. ტუკუმანის პროვინციის დედაქალაქი. ბუენოს-აირესიდან დაცილებულია 1.311 კმ-ით. არგენტინის უდიდესი ქალაქი ბუენოს-აირესის, კორდობის, როსარიოს და მენდოსის შემდეგ, ჩრდილოეთ არგენტინის უმთავრესი ქალაქი. მოსახლეობა შეადგენს 527,607 ადამიანს (2009).

ქალაქი 1565 წელს დააარსეს ესპანელმა კონკისტადორებმა, როდესაც ისინი პერუდან ექსპედიციებს აწყობდნენ, ხოლო ამჟამინდელ გეოგრაფიულ ადგილას გადაადგილდა 1685 წელს.

ქალაქი უმნიშვნელოვანესი კომერციული და სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. აწარმოებს შაქრის ლერწამს, თამბაქოს, ბრინჯს, ხილს, რის გამოც ხშირად „არგენტინის ბაღსაც" უწოდებენ.

აქ მდებარეობს 1914 წელს დაარსებული ტუკუმანის ეროვნული უნივერსიტეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]