კიბიშის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კიბიში (მრავალმნიშვნელოვანი).
კიბიშის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°37′03″ ჩ. გ. 44°45′14″ ა. გ. / 42.617528° ჩ. გ. 44.753917° ა. გ. / 42.617528; 44.753917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3400 
ქედი კიბის ქედი
კიბიშის უღელტეხილი — საქართველო
კიბიშის უღელტეხილი
კიბიშის უღელტეხილი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კიბიშის უღელტეხილი

კიბიში, კიბე — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, შანისა და შინოს შემაერთებელ კიბის ქედზე, მდინარეების სნოსწყლისა და ხდის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3400 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კიბიშის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზეა კიბიშის მყინვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]