კიანა ლედე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიანა ლედე

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კიანა ლედე ბრაუნი
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1997 (1997-04-03) (27 წლის)
დაბ. ადგილი ფინიქსი
წარმოშობა ფინიქსი, არიზონა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პიანისტი, მსახიობი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი kianalede.com

კიანა ლედე ბრაუნი (ინგლ. Kiana Ledé Brown; დ. 3 აპრილი, 1997, ფინიქსი, არიზონა, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პიანისტი და მსახიობი. დაიბადა ფენიქსში და ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. 2015 წელს ითამაშა MTV-ის საშინელებათა სერიალის Scream-ის მეორე სეზონში. ბრაუნმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Republic Records და 2020 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Kiki“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიანა ლედე ბრაუნი დაიბადა ფენიქსში, არიზონა. ის მუსიკით პატარაობაში დაინტერესდა და გამოდიოდა სკოლის კონცერტებსა და სილამაზის კონკურსებში. მან მალევე დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე სიარული და ფორტეპიანოზე დაკვრა. ის სწავლობდა Mountain Pointe-ის საშუალო სკოლაში.[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მუსიკოსმა დაიწყო სიმღერების ატვირთვა საიტზე „Kidz Bop“. მან შეასრულა ადელის „Someone Like You" და მოიგო KIDZ Star USA-ის კონკურსი. ასევე მოიგო American Idol-ის კონკურსი. მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს RCA Records-თან და გამოჩნდა Kidz Bop 21-ის მუსიკალურ ვიდეოსა და რეკლამაში.[2] მან ჩაწერა სადებიუტო სინგლი „Hey Chica", რომელიც გამოვიდა 2012 წლის 19 ივნისს.[3] ბრაუნმა კომპოზიცია შეასრულა The Today Show-სა და რიგით 86-ე ყოველწლიურ მეისის მადლიერების დღის აღლუმზე. მან ასევე იმღერა ნამუშევარი „Do The Mermaid" ფილმში „A Mermaid Tale 2“.

16 წლის ასაკში მუსიკოსი საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ ჰოლივუდში. მას მოუწია ტანვარჯიშის ცენტრსა და ჯაზ კლუბში მუშაობა, რადგან RCA Records-ისგან წინასწარი ავანსი ვერ მიიღო. ამ პერიოდში მან დაიწყო ახალი კომპოზიციების წერა, თუმცა ლეიბლს არ მოეწონა ნამუშევრები, რის გამოც მუსიკოსს RCA Records-დან წამოსვლა მოუწია. იმავე წელს ჩაწერა ქავერები და გამოუშვა „Soulfood Sessions".[4]

2016 წელს ბრაუნმა ითამაშა MTV-ის საშინელებათა სერიალში Scream.[5] 2018 წელს გამოჩნდა Netflix-ის სერიალში „All About The Washingtons“. სერიალი პირველი სეზონის შემდეგ დაიხურა. RCA Records-დან წამოსვლის შემდეგ, ლედემ კონტრაქტი გააფორმა Republic Records-თან.[6][7] 2018 წლის ივლისში მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP Selfless.[8] სინგლი „Ex" მე-9 ადგილზე გავიდა აშშ-ის რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში. ნამუშევარმა პლატინის სერტიფიკატი მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მუსიკოსის მეორე სტუდიური EP, Myself, გამოვიდა 2019 წლის ივნისში. მან გამოუშვა კოლაბორაციული სინგლი „Bouncin" რეპერ Offset-თან ერთად. ნამუშევარი ბილბორდის რიტმული რადიოს ჩარტების ტოპ 30-ეულში მოხვდა. იმავე წელს მუსიკოსმა დაიწყო ტურნე.

სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე გამოუშვა სინლები „Title" და „Easy Breezy". ალბომი, „Kiki“ გამოვიდა 2020 წლის 3 აპრილს. ნამუშევარი მთლიანად 17 სიმღერას მოიცავს. ალბომი ბილბორდ 200-ში 30-ე ადგილზე გავიდა. მუსიკოსმა ითანამშრომლა ისეთ მუსიკოსებთან, როგორიცაა არი ლენოქსი, 6LACK და სხვა. მოგვიანებით გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევრები აშერსა და ქვინ ნაიჯასთან ერთად. „Kiki“-ის დელუქს ვერსია გამოვიდა 23 ოქტომბერს. ახალ ვერსიაში შვიდი ახალი კომპოზიცია შევიდა.

2021 წელს დაწერა კომპოზიცია „Cut 'Em Off" კომპილაციური ალბომისთვის Big Femme Energy Volume 1.[9]

2023 წლის 7 იანვარს მუსიკოსმა გამოუშვა მიქსტეიპი SoundCloud-ზე სახელწოდებით Unfinished.[10] ასევე გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი, Grudges, 2023 წლის 16 ივნისს.[11] მან მალევე დააანონსა ალბომის ტურნე, The Grudges Tour, რომელიც გაიმართა 2023 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში.[12]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Burnsilver, Glenn (August 9, 2012). "Kiana Brown Wants to Be a "Normal" Star დაარქივებული April 23, 2015, საიტზე Wayback Machine. " Phoenix New Times.
  2. Masley, Ed (October 22, 2011). "Phoenix teen Kiana Brown wins 'KIDZ Bop' talent search დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. " The Arizona Republic.
  3. Roemhild, Travis (June 10, 2012). "MP student works hard to make a name in the music industry" Ahwatukee Foothills News.
  4. Zaynab. (December 17, 2018) Kiana Ledé Reveals How She Bounced Back After Being Dropped From Her Label.
  5. Goldberg, Lesley. (March 10, 2016) MTV's 'Scream' Sets New Cast, Season 2 Premiere Date. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 20, 2017
  6. Zellner, Xander (March 20, 2019). „R&B Singers Nicole Bus, The Bonfyre & Kiana Ledé Debut on Emerging Artists Chart“. Billboard. ციტირების თარიღი: April 26, 2019.
  7. Ginsberg, Gab (March 22, 2019). „Emerging Artists Spotlight: Kiana Ledé“. Billboard. ციტირების თარიღი: April 26, 2019.
  8. Ginsberg, Gab (March 22, 2019). „Emerging Artists Spotlight: Kiana Ledé“. Billboard. ციტირების თარიღი: April 26, 2019.
  9. Ahlgrim, Callie. (July 23, 2021) Kiana Ledé knows she's toxic, but she's working on it. ციტირების თარიღი: February 24, 2022
  10. Cho, Regina. Kiana Ledé releases intimate 'Unfinished' mixtape (January 10, 2023).
  11. Okon, Wongo. Kiana Ledé's New Album 'Grudges': Everything We Know So Far (June 13, 2023).
  12. Trapp, Malcolm. Kiana Ledé Announces "Grudges. The Tour" (June 21, 2023).